LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადგან გონების დაკარგვის ეპიზოდი ჰქონდა, სასურველია ხოშტარია სტაციონარში გადავიდეს: სასწარაფო დახმარების ექიმი

68
ელენე ხოშტარია

სასწრაფო დახმარების ექიმის განცხადებით, რადგან მოშიმშილე ელენე ხოშტარიამ გონება ერთხელ უკვე დაკარგა, სასურველია, ის სტაციონარში გადავიდეს.

ამის შესახებ ექიმმა ხოშტარიას მონახულების შემდეგ განაცხადა.

პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან სასწრაფო მივიდა

ნინო გოგუაძე: პარტია „დროა“ გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაში

ექიმის თქმით, ხოშტარიამ როგორც მედიკამენტოზურ დახმარებაზე, ასევე ჰოსპიტალიზაციაზე, უარი განაცხადა:

“ეტყობა წნევის ვარდნის ეპიზოდი ჰქონდა – ჩვენ რომ გავსინჯეთ 120/70-ზე იყო, გლუკომეტრით გავზომეთ, სატურაცია, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, მედიკამენტოზურ დახმარებაზე უარი განაცხადა, ჰოსპიტალიზაციაზეც. გონების დაკარგვის ეპიზოდი ჰქონდა, სანამ მოვიდოდით, რადგან ჰქონდა ასეთი ეპიზოდი, სასურველია გადავიდეს სტაციონარში”, – თქვა ექიმმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში მოშიმშილე პარტია “დროას” ლიდერთან სასწრაფო დახმარების ბრიგადა ცოტა ხნის წინ მივიდა.

სასიცოცხლო პარამეტრები წინა დღეებთან შედარებით შეიცვალა – რას ამბობს ექიმი

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მეექვსე დღეა შიმშილობს.

ზუსტად იმავეს ვიზამ წილოსანისთვისაც, ივანიშვილისთვისაც და ყველასთვის – ხოშტარია შიმშილობაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g