LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რადგან კაბების ჩაცმა მიყვარს, გავრისკე და შევიძინე… სერიაც ავურჩიე – „ნუკი“ – ვინ არის ქალი, რომელიც თბილისში, ტუკ-ტუკით გადაადგილდება

108
ნუნუკა ლობჟანიძე

კლასიკური კოსმეტოლოგიის სპეციალისტი, ნუნუკა ლობჟანიძე, ყოველდღიურ მარშრუტს ახლა უკვე ისნიდან დიღმის მასივამდე, საკუთარი ტუკ-ტუკით ფარავს. როგორც თავად ამბობს, დედაქალაქის ქუჩებში ორიგინალური ტრანსპორტით გადაადგილება უკვე ბევრის ყურადღებას იპყრობს.

რაც შეეხება არჩევანს, როგორც მან „პალიტრანიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ალტერნატიული ტრანსპორტის შეძენაზე ფიქრი მისმა ყოველდღიურმა ხანგრძლივმა მგზავრობამ დააწყებინა:

„ყოველდღიურად დიღმის მასივში მიწევდა სიარული, ამიტომ გადავწყვიტე განსხვავებული ტრანსპორტი შემეძინა. ელექტრო ველოსიპედის ყიდვას ვაპირებდი, მაგრამ არ მინდოდა ქალურობა დამეკარგა…

ძიებაში შემხვდა ტუკ-ტუკი და მომეწონა. თავიდან ვნერვიულობდი, რადგან სამთვლიანი მოპედის მართვა მარტივი არ არის, თუმცა, რადგან კაბების ჩაცმა მიყვარს, გავრისკე და შევიძინე. არ ვნანობ, ძალიან კომფორტულია“, – ამბობს ნანუკა ლობჟანიძე „პალიტრანიუსთან“.

მისი თქმით, დედაქალაქის მოძრაობაში გადაადგილება ხშირად თავგადასავლებითა და ემოციებით არის სავსე: „ხანდახან მძღოლები მაშინებენ, ხანდახან მე ვაშინებ“, – აღნიშნავს ხუმრობით.

@nuki.nuki.lobjanid

მივსეირნობ ჩემთვის მაგრამ ბატონმა დავითმა არ დააყოვნა და უცებ ჩუმად დამაფიქსირა. 🙏🏻❤

♬ original sound – nuki nuki lobjanidze
@nuki.nuki.lobjanid

♬ original sound – nuki nuki lobjanidze
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები