LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,რადგან ლურჯი ვეფხვის წელია, ლურჯად გავაფორმე ნაძვის ხე და სახლსაც სხვადასხვა ლურჯი დეტალები შევძინე” – კაკი ბოლქვაძე

269
kakibolqvadze

30 დეკემბერს რადიოს „არ დაიდარდო“ წინა საახალწლო გადაცემის „არის2022“ სტუმარი გახლდათ მუსიკოსი კაკი ბოლქვაძე, რომელმაც საახალწლო ტრადიციებზე ისაუბრა.

-კაკი, როგორია შენი წინა საახალწლო განწყობა?

-ძალიან მიყვარს ახალი წელი, შობა, აღდგომა და ყველანაირი დღესასწაული. ზოგადად, ახალ წელს ყველა ცდილობს კარგი განწყობა შეიქმნას, მათ შორის მეც, რომ შემდეგ მთელი წელი ასეთივე განწყობით ვიყო.

-როგორ ხვდები ახალ წელს ?

-ჩემი პროფესიიდან გამომდინარე საახალწლოდ სულ მიწევს კონცერტები და სხვადასხვა ღონისძიებები, შესაბამისად მხიარულად ვხვდები ხოლმე. ყოველთვის ვცდილობ კარგი კარგი განწყობა შევიქმნა. ძალიან მიყვარს ნაძვის ხის გაფორმება და ტრადიციულად ყოველ 25 დეკემბერს ვაწყობ. ყოველ წელს, სხვადასხვა მორთულობას ვარჩევ ნაძვის ხისთვის. თავადაც ვქმნი სხვადასხვა საახალწლო აქსესუარებს.

-საახალწლო სუფრაზეც ვისაუბროთ…თავად თუ ამზადებ კერძებს?

-ძალიან ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, ძალიან უყვართ ჩემებს საახალწლო ტრადიციები და კერძები. ზოგადად ძალიან კარგ კერძებს ვამზადებ ხოლმე და სუფრაზე ასევე, მაქვს ტრადიციულად ტკბილეული, ჩურჩხელა, გოზინაყი… ძალიან მომწონს ეს პროცესი.

-ვეფხვის წელი მოდის. თუ ითვალისწინებ ასტროლოგების რჩევებს?

-კი ვითვალისწინებ. წელს, რადგან ლურჯი ვეფხვის წელია ლურჯად გავაფორმე ნაძვის ხე და სახლსაც სხვადასხვა ლურჯი დეტალები შევძინე.

-ვინ არის ხოლმე შენი მეკვლე?

-მეკვლეობის მჯერა, თუმცა, როგორც გავიგე არ უნდა დაგეგმო წინასწარ თუ ვინ იქნება შენი მეკვლე. ღმერთი ვისაც გამოგიგზავნის ის არის შენი მეკვლე. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სოფო ბედია იქნება ჩემი მეკვლე.

-როგორ შეაჯამებ 2021 წელს?

ზოგადად, რთული წელია მთელი მსოფლიოსთვის და ჩემთვისაც ძალიან რთული წელი იყო. ოჯახში გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები გვქონდა. თუმცა, მაინც მადლობას მოვუხდი 2021 წელს და იმედი მაქვს 2022 წელი უკეთესი იქნება.

-სად ხვდები ახალ წელს?

-ტრადიციულად, ჩემს მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვხვდები და შემდეგ ჩემს სახლში აღვნიშნავ მეგობრებთან ერთად.

-კარიერული თვალსაზრისით როგორი წელი გქონდა?

ბევრი კარგი ახალი და განსხვავებული სიმღერა გამოვუშვი.

 

კაკი ბოლქვაძე – სიყვარულია

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

კაკი ბოლქვაძე. საახალწლო გადაცემა “არის 2022”.

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g