LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რადგან მეც მახსენა, კი ბატონო, ვუპასუხებ“ – რას წერს ნინო წილოსანი

413
ნინო წილოსანი

„რადგან მეც მახსენა, კი ბატონო, ვუპასუხებ: ნანა დიხამინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არაქართული დამოკიდებულებით დაგვამახსოვრა“, – წერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძისა და ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორის, სამოქალაქო აქტივისტის, ნანა დიხამინჯიას სიტყვიერი დაპირისპირების ამსახველ ვიდეოს ეხმიანება.

მამუკა მდინარაძე:„წერდნენ, მივაკითხოთ და ვაჩვენოთ, რამდენი ვართო, ბოლოს, ეტყობა იფიქრეს, ნამეტანი არ გავამართლოთ ფაშისტობაო და ეს ქალი დამახვედრეს, რომელმაც ზეპირად იცოდა ჩემი სტატუსები, ნერვებიც მთლად მწყობრში ვერ აქვს, როგორც ჯაშუშების უმრავლესობას“

როგორც ნინო წილოსანი წერს, ნანა დიხამინჯიამ „თავის თავზე ბინძური დავალების შესრულება აიღო“.

„რატომ ჰგონია, რომ სადმე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ამით, მართლა მიკვირს.. შეიძლება ის „ნაცებს“ და ლგბტ აქტივისტებს ძალიან მოსწონთ, რადგან მისი აქტივიზმი, ფაქტია, მხოლოდ არაქართული გეგმების და აგენტურული ნაც.პარტიების პოლიტიკას ემსახურება და არაფერი აქვს საერთო საქვეყნო საქმის კეთებასთან!

დღეს კი უდავოდ ბინძური დავალების შესრულება აიღო თავის თავზე, ოღონდ არ გამოუვიდა და თავისივე პოსტში თავს იმართლებდა შემკვეთებთან“, – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

„STEAM ინიციატივების გულშემატკივრის როლსაც თამაშობდა, მაგრამ რაც დრო გადის კარგად გამოაჩინა თავის სახე, კლასიკური აგენტი და ლგბტ პროპაგანდისტია“ – მარიამ ლაშხი დიხამინჯიას და მდინარაძის სიტყვიერ დაპირისპირებაზე

რადგან მეც მახსენა, კი ბატონო, ვუპასუხებ: ნანა დიხამინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად…

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on ოთხშაბათი, 25 დეკემბერი, 2024

შეგახსენებთ, ნანა დიხამინჯიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როდესაც სახლში მიდიოდა, ლიფტიდან გამოსული მამუკა მდინარაძე შეხვდა. ნანა დიხამინჯია სოციალურ ქსელში ვიდეოსაც აქვეყნებს.

ნანა დიხამინჯიასთან სიტყვიერი დაპირისპირების დროს გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძეც. როგორც მამუკა მდინარაძე წერს, „მის სტატუსებზე გიჟდებიან, ერთი კვირაა მთავარ თემად აქვთ და ამიტომ აუცილებლად გააგრძელებს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g