LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”რადიო დუეტი” – ანი სირაძე

24

თაკოს გადაცემაში ”რადიო დუეტი” სტუმრად ანი სირაძე ეწვია. მომღერალმა ახალ სიმღერაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემის ბოლოს კი ტრადიციულად სიმღერის პრემიერა შედგა. ანისირაძის ახალი სიმღერის მოსმენას, ექსკლუზიურად მხოლოდ ”არ დაიდარდოს” ეთერში შეძლებთ.

 

– რა ხდება ანი შენსკენ, მოგვიყევი…

 

– უკვე მეოთხედ ვარ თქვენთან და ყველა მოსვლაზე ვამბობდი რომ კლიპს ვიღებდი. აი, როგორც იქნა დასრულდა კლიპის გადაღება და მისი პრემიერა უკვე გაიმართა ”ნანუკას შოუში”. სიმღერისპრემიერა კი უკვე თქვენთან შედგება.

– ვის ეკუთვნის სიმღერა, ტექსტი, რომელ სტუდიაში ჩაიწერა..

 

– სიმღერის ავტორი, რომელსაც ჰქვია ”მხოლოდ სიზმარი”, არის გია მაჭარაშვილი, ლექსი ეკუთვნის ლალი სხირტლაძეს, არანჟირებისა და კლიპის რეჟისორი კი გახლავთ ანრი ჯოხაძე. სიმღერაც ანრიმაარჩია, რადგან ეს არის ძველი სიმღერა, რომელსაც ქალბატონი ეკა კვალიაშვილი ასრულებდა. მინდა კლიპზე გავაკეთო კიდევ ერთი კომენტარი. მე უკვე ერთი წელია აღარ მაქვს ფეისბუქი, თუმცა, ვიცი,რომ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კლიპს უარყოფითი შეფასებები მოყვა. სინამდვილეში ყველაფერი პირიქით მოხდა, ჩემს ბოლო ნამუშევრებს შორის სწორედ ამ სიმღერამ გამოიწვია ყველაზედადებითი გამოხმაურება. ამიტომ ვთხოვ საზოგადოებას, ნუ მივრცელებთ არასწორ ინფორმაციას… განსაკუთრებით კი ჟურნალისტებს მივმართავ, ნუ ავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

 

– როდესაც რაღაცას აკეთებ, იქნებიან ადამიანები ვისაც მოეწონება და ვისაც არ მოეწონება. ყველას რომ მოეწონოს, მაშინ აღარც უნდა იმღეროს ადამიანმა. კიდევ რას გეგმავ?როდის იქნება შენი ალბომი?

 

– მარი ლიკლიკაძემ დამიწერა უცხოურენოვანი სიმღერა, რომელსაც ძალიან მალე ჩავწერ. რაც შეეხება ალბომს, ჯერ ამ საკითხზე არ ვფიქრობ, რადგან საიტებზე ისეა გავრცელებული ყველა სიმღერა,მიმაჩნია, რომ მომგებიანი არ იქნება. თუმცა, არის ჩემი სასაჩუქრე ალბომი, რომელშიც ათი სიმღერაა შესული.

ანი სირაძე – მხოლოდ სიზმარი 

Audio”რადიო დუეტი” -ანი სირაძე live

გადაცემის ჩანაწერი

Audio”რადიო დუეტი” – ანი სირაძე

გადაცემის ვიდეო კოლაჟი

რადიო არ დაიდარდო. ანი სირაძე live

ფოტოები


გაზიარება
გაზიარება

კომენტარები