LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Radiohead-მა ახალი ალბომი გამოუშვა

60

ჯგუფმა Radiohead თაყვანისმცემლებს რიგით მეცხრე დისკი „A Moon Shaped Pool“ წარუდგინა. ალბომის პროდიუსერი ნაიჯელ გოდრიჩია, რომელთან ერთადაც ბრიტანულმა როკ-ჯგუფმა თავისი ნამუშევრების უმეტესობა ჩაწერა.

ჯერ-ჯერობით ფირფიტა ხელმისაწვდომი მხოლოდ ციფრულ ფორმატშია, 17 ივნისიდან კი ის ვინილზე და CD-ზეც გამოვა.

ამ მომენტისთვის „A Moon Shaped Pool“ iTunes-ის უმეტესი ჩარტების სათავეებში იმყოფება, მათ შორის ამერიკული და ბრიტანული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები