LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიოსიგნალებს, შესაძლოა, უცხოპლანეტელები ხომალდის სამართავად იყენებდნენ

249

სწრაფი რადიოსიგნალები (FRB) კვლავ უდიდეს კოსმოსურ საიდუმლოდ რჩება. ამ დრომდე არ ვიცით, რას წარმოადგენს ისინი, რადიოტელესკოპებს კი მათი წარმოშობის მხოლოდ რამდენიმე წყარო აქვთ გამოვლენილი.

როგორც ირკვევა, ეს სიგნალები შეიძლება არც თუ ისე იშვიათია, როგორც ჩვენ ვფიქრობთ — შესაძლოა, მთელ დაკვირვებად სამყაროში ისინი ყოველ წამში ერთხელ გამოიყოფა.

„მაშინ, როდესაც ფინჯან ყავას სვამთ, შეიძლება სადღაც, სამყაროში, ასობით FRB დაჰქროდეს. თუკი მათ თუნდაც მხოლოდ მცირე ნაწილს შევისწავლით საკმარისად, დანამდვილებით ავხდით ფარდას მათ წარმომავლობას“, — აცხადებენ მკვლევარები.

FRB-თა გამომწვევი მიზეზების შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. მაგალითად, შავი ხვრელები ან ნეიტრონული ვარსკვლავები.

ზოგიერთი მკვლევარი იმასაც ვარაუდობს, რომ სწრაფ რადიოსიგნალებს შეიძლება არამიწიერი ცივილიზაციები თავიანთი ხომალდის სამართავად იყენებდნენ.

მკვლევართა თქმით, რაც არ უნდა იყოს ისინი, მათი გაშიფვრა დიდად დაგვეხმარება გავარკვიოთ  სამყაროს წარმოშობა. სწრაფი რადიოიმპულსები ჩვენ მიერ სამყაროში ამ დრომდე დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ფეთქებადი ფენომენია. სულ რაღაც მილიწამებში, მათ შეუძლიათ გამოიმუშაონ იმდენივე ენერგია, რამდენსაც 500 მილიონი მზე გამოიმუშავებდა.

კვლევა ჟურნალ The Astrophysical Journal Letters-ში გამოქვეყნდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g