LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჟდენ კუპრაშვილი რიჩარდ ნეფიუს შეხვდა

131
რაჟ

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს  რიჩარდ ნეფიუს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი ბიუროს ძირითად ფუნქციებსა და მიმართულებებს შეეხო. რაჟდენ კუპრაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, ასევე, აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და შესაძლებლობების განვითარება კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პრიორიტეტულია.

რიჩარდ ნეფიუს თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გასატარებელი რეფორმების ეფექტურად განხორციელების პროცესში.

შეხვედრას ესწრებოდნენ გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში რეგიონალური გუნდის ხელმძღვანელი კრის ფრესონკე, აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორი სარა რუპერტი, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი, ბიუროს უფროსის მოადგილე ანა კალანდაძე, ბიუროს იურისტ-ანალიტიკოსი გიორგი ბაღდავაძე, აშშ საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის კოორდინატორი თამარ ნასარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები