Dior-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი რაფ სიმონსი სამწლიანი თანამშრომლობის შემდეგ თანამდებობას ტოვებს. მოდის სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ დიზაინერმა გადაწყვეტილება პირადი მიზეზების გამო მიიღო. შესაბამისად, სიმონსის 2016 წლის გაზაფხულ-ზაფხულის კოლექციაც ბოლო აღმოჩნდა ბრენდისთვის.
მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ Christian Dior-ის მოდის სახლს რაფ სიმონსი საკუთარი ნებით ტოვებს. ბოლო სამი წლის მანძილზე მის მუშაობას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ბევრი თვლიდა, რომ მან ზედმეტად გაახალგაზრდავა ლეგენდარული ბრენდი.