LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაგბი გადაიდო – საქართველო-რუსეთის თამაში არ ჩატარდება

147
fortuna.ge - 2022-02-24T171804.301

27 თებერვალს საქართველო-რუსეთს შორის დაგეგმილი რაგბის მატჩი არ ჩატარდება.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს:

“საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურში, ბორჯღალოსნებს რუსეთთან უნდა ეთამაშათ, თუმცა რაგბი ევროპამ თამაში ჯერჯერობით უცნობი ვადით გადადო.

“შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაგბი ევროპამ 27 თებერვალს თბილისში, საქართველოსა და რუსეთს შორის გასამართი მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო” – წერია რაგბი ევროპის ოფიციალურ განცხადებაში.

რადგან თამაში 2023 წლის მსოფლიო თასის ეგიდითაც უნდა გამართულიყო, რაგბი ევროპა კონსულტაციებს გადის მსოფლიო რაგბთან, რის შემდეგაც მატჩის ჩატარების სავარაუდო ვადები გაირკვევა.

საქართველოს რაგბის კავშირი მჭიდრო კონტაქტზეა რაგბი ევროპასთან და მსოფლიო რაგბთან, დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით დაუყოვნებლივ.

ასევე, გაუქმდა 27-28 თებერვალს მოსკოვში გასამართი თოვლის რაგბის ჩემპიონატი, 26 თებერვალს ესპანეთსა და რუსეთის ქალთა ნაკრებებს შორის მადრიდში გასამართი მატჩი კი, ჯერჯერობით ძალაში რჩება”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, საქართველოსა და რუსეთს შორის მატჩი რაგბის ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში 27 თებერვალს უნდა გამართულიყო.

საქართველოს რაგბის კავშირს უკრაინის მხარდამჭერი ანონსი ევროპის რაგბის კავშირმა წააშლევინა: რუსული მედია

ყაველაშვილი: გუნდი, რომელიც ჩამოდის, პირველ რიგში, სტუმარია და აქ მოვიშველიებ ვაჟა-ფშაველას

სპორტი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არ არის და გამიჯნული უნდა იყოს: კალაძე

ბოკერია: კალაძისგან ვითხოვთ განმარტებას, რა სტანდარტს არღვევს პარტია და ყველა ის მოქალაქე, რომელიც რაგბის მატჩზე საქართველოსა და უკრაინის დროშების გამოფენას აპირებს, თუ შარზე არ არიან?

magti 5g