რაღა დროს რურუაა, მაგაზე გავაკეთე უკვე განცხადება, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ გიორგი რურუასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
11 ივნისს მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.
რატომ არ გაათავისუფლეს რურუა – რა სცენარს მიჰყვება ხელისუფლება
გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
ცნობისთვის, რურუას გათავისუფლება 8 მარტის საარჩევნო შეთანხმების ნაწილია გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებასთან ერთად, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა – ოპოზიცია და საქართველოს დასავლელი პარტნიორები რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის გათავისუფლებასაც ითხოვენ.
