LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაღაც ისე არ გავაკეთეთ, როგორც უნდა ვაკეთებდეთ… ეს არის ყველას მარცხი: უმრავლესობის დეპუტატები 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის ფაქტზე

102
FORTUNA.GE- (4)

“რა თქმა უნდა, ყველას პასუხისმგებლობაა, უპირატესია სახელმწიფოს პასუხიმგებლობა და როცა ასეთი ფაქტი ხდება, ფაქტია, რომ რაღაც დავაკელით და ისე არ გავაკეთეთ, რასაც უნდა ვაკეთებდეთ.” – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტში, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა.

ქობულეთში 14 წლის მოზარდი, რომელმაც შესაძლო ძალადობის შემდეგ თავი მოიკლა, დაკრძალეს

დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა ქობულეთში, 14 წლის გარდაცვლილი გოგონას ფაქტს და თქვა, რომ პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს:

“სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში, საზოგადოებაში საკუთარ ოჯახში ბავშვი ძალადობის მსხვერპლი ხდება. აქ, რა თქმა უნდა, ყველას პასუხისმგებლობაა, უპირატესია სახელმწიფოს პასუხიმგებლობა და როცა ასეთი ფაქტი ხდება, ფაქტია, რომ რაღაც დავაკელით და ისე არ გავაკეთეთ, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ამიტომ ყველამ უნდა ავიღოთ პასუხიმგებლობა, სკოლამ, საზოგადოებამ, ოჯახმაც, მაგრამ უპირატესია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა“.” – თქვა ხუნდაძემ.

მომხდარს ასევე გამოეხმაურა ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და თქვა, რომ ტრაგიკული მოვლენა ყველას მარცხია, ფაქტზე საუბრის დროს კი, თავის მართლების მორალური უფლება არავის აქვს:

“არნახული და ენით აუწერელი ტრაგედიაა, რომლის მსგავსიც არსად და არასდროს უნდა ხდებოდეს. უპირველეს ყოვლისა, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ახლობლებს, თუმცა, როგორც ჩანს, ასეთი ადამიანი ამ ბავშვს ბევრი არ აღმოაჩნდა და საკუთარი პრობლემის წინაშე ის სრულიად მარტო აღმოჩნდა, რაც არის ყველას მარცხი.

საუბედუროდ, ამ ფაქტზე საუბრისას, არავინ გვაქვს თავის მართლების მორალური უფლება, ასევე არ გვაქვს ამ თემით სპეკულირების უფლება. ეს ორივე უზარმაზარი ამორალობა იქნებოდა. ჩემი დიდი თხოვნაა, რომ ყველამ დავხაროთ თავები, გავისიგრძეგანოთ ამ უმწარესი გაკვეთილის მთელი დრამატიზმი და ყველამ, აქ ვგულისხმობ სახელმწიფოს, სამოქალაქო საზოგადოებას თუ უბრალოდ საზოგადოებას, უკლებლივ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს არასდროს განმეორდეს. ყველას კარგად გვახსოვდეს, რომ ვერცერთი პოლიტიკური საკითხი, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს მისი აქტუალურობა და პრიორიტეტულობა, თავის მნიშვნელობით ახლოსაც ვერ მივა იმ ტრაგედიის მასშტაბთან, რასაც ერთი ბავშვის ტრაგედია წარმოადგენს.” – განახადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, ქობულეთში არასრულწლოვანმა თავი მოიკლა.

მისი თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე კი 23 წლის მამაკაცი დააკავეს და მას პატიმრობა შეუფარდეს.

მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასრულწლოვანზე ფიზიკურად ძალადობდნენ ოჯახის წევრებიც.

ბავშვს ცემისგან ზურგი, ფეხები, ყველაფერი დაშავებული ჰქონდა – 14 წლის გარდაცვლილი გოგონას დედა ამბობს, რომ ბავშვს ფიზიკურად ბიძები გაუსწორდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g