LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაღაცას დააშავებ და იმის მაგივრად, რომ გვერდით დაგიდგნენ, განგსჯიან – შეცდომა ხშირად აჩენს, ვინ არის შენი ნამდვილი მეგობარი“ – რას ამბობს ფსიქოლოგი გვანცა ბარაბაძე

141
2025-10-09_21-46-27_782049

ფსიქოლოგი გვანცა ბარაბაძე მეგობრობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

მისი თქმით, ბევრ ადამიანს ყველაზე მეტად არ მის მიერ დაშვებული შეცდომა, არამედ გარემოცვის რეაქცია სტკივა.

„რაღაც რომ შეგეშლება და ამ დროს მეგობრები გამოჩნდებიან, ვინც გაკრიტიკებს… და იმის მაგივრად, რომ გვერდით დაგიდგნენ, განგსჯიან – ამ დროს შენ კიდევ უარესად ხდები. ერთია, რომ ის საკითხი გაწუხებს, რაც შეგეშალა, და მეორე, იმაზე დარდობ, რომ შენი გარემოცვა იმაზე განგსჯის, რაც დააშავე. დამნაშავედ გაგრძნობინებს თავს და ეს კიდევ უფრო ძალიან ცუდად გხდის,“ – ამბობს ბარაბაძე.

ფსიქოლოგის განმარტებით, ადამიანები ასეთ სიტუაციაში ხშირად თავად შეცდომას კი არა, გარშემომყოფების აზრს განიცდიან. სწორედ ეს ხდება დამატებითი ემოციური ტვირთი, რომელიც თვითშეფასებასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აზიანებს.

ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ მსგავსი მომენტები კარგად აჩვენებს, ვინ არის რეალური მხარდამჭერი და ვინ მხოლოდ კრიტიკისთვის ეძებს მიზეზს.

„ხანდახან ვფიქრობ, წარმოიდგინე, რამხელა საჩუქარს გიკეთებს ეგ კონკრეტული შეცდომა – გაჩვენებს, ვინ არის შენი ნამდვილი მეგობარი და ვინ არა. ეს ხშირად ამხელს, რომ შენს მიმართ ისედაც ჰქონდა უამრავი გამოუთქმელი აზრი და ახლა მიზეზი მიეცა, რომ ეს ამოაფრქვიეს,“ – აღნიშნავს ფსიქოლოგი.

მისივე თქმით, მეგობრობა კრიტიკისთვის არა, მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის არსებობს:
„მეგობრობა არის – რით დაგეხმარო, რა დაგაკელი, და არა – გაგაკრიტიკო.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g