ფილმის „სამართებელზე მორბენალი 2049“ გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე, მსახიობი რაიან რეინოლდსი სხვადასხვა ცნობილი გამოცემის ფოტოსესიაში მონაწილეობს. ამჯერად ის M2 Magazine-ის მთავარი გმირი გახდა.
ფილმის სიუჟეტი ამ დრომდე მკაცრად გასაიდუმლოებულია. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ გოსლინგი და ჰარისონ ფორდი კეთილ პერსონაჟებს განასახიერებენ, ხოლო ჯარედ ლეტო – ბოროტს. მათთან ერთად ფილმში ასევე რობინ რაიტს, მაკკენზი დევისს, ანა დე არმას და სხვა მსახიობებს ვიხილავთ. პროექტის რეჟისორი დენი ვილნიოვია, ხოლო პროდიუსერი – რიდლი სკოტი.
დიდ ეკრანებზე კი ის ოქტომბრის დასაწყისში გამოვა.