LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაიან გოსლინგი ნილ არმსტრონგის როლში (ფოტო)

127

ქსელში რაიან გოსლინგის ახალი ფოტოები გავრცელდა, რომლებიც მისი ახალი ფილმის გადასაღებ მოედანზე პაპარაცებმა გადაიღეს.

37 წლის გოსლინგი ნილ არმსტრონგის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში მთავარ როლს ასრულებს და როგორც ჩანს, ამ პროცესში მთლიანად არის გადართული, რადგან ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა, მას იმიჯი მკვეთრად შეცვლილი აქვს.

ფილმს „პირველი ადამიანი“ ჰქვია და მას ოსკაროსანი რეჟისორი დემიენ შაზელი იღებს, რომელთანაც გოსლინგი „ლა ლა ლენდზე“ უკვე მუშაობდა. აღნიშნული ფილმით მსახიობი „ოსკარზეც“ იყო ნომირირებული.

„პირველი ადამიანის“ მსოფლიო პრემიერა 2018 წლის 11 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები