LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაიან გოსლინგი ნილ არმსტრონგის როლში: პირველი კადრები

78

რაიან გოსლინგი ნილ არმსტრონგის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში მონაწილეობს. ქსელში კი გადაღებიდან პირველი კადრები გავრცელდა.

ფილმს „პირველი ადამიანი“ ერქმევა და მას ოსკაროსანი რეჟისორი დემიენ შაზელი გადაიღებს. დუეტი უკვე მუშაობდა მიუზიკლზე „ლა ლა ლენდი“, რომლისთვისაც გოსლინგმა „ოქროს გლობუსი“ და „ოსკარის“ ნომინაცია მოიპოვა.

„პირველი ადამიანი“ ეკრანებზე 2018 წლის 11 ოქტომბერს გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები