LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაიან გოსლინგმა ფილმის გადასაღებ მოედანზე თავის ტრავმა მიიღო

84

რაიან გოსლინგი ნილ არმსტრონგის შესახებ ბიოგრაფიულ ფილმში „ადამიანი მთვარეზე“ მონაწილეობს. ამ დღეებში კი, გადასაღებ მოედანზე მსახიობმა ტრავმა მიიღო.

რეჟისორ დემიენ შაზელის ახალ ფილმზე მუშაობის დროს, გოსლინგს NASA-ს სპეციალურ ტრენაჟორზე ვარჯიში უწევს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ვარჯიშის დროს მან თავი დაარტყა და ტვინის შერყევა მიიღო. საბედნიეროდ, ახლოსვე იმყოფებოდნენ ექიმები, რომლებმაც ვარსკვლავს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. მათი თქმით, რაიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ფილმი „ადამიანი მთვარეზე“ დიდ ეკრანებზე მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები