რაიან რეინოლდსი და ბლეიკ ლაივლი ფილმის „უკანასკნელი პორტრეტი“ საპრემიერო ჩვენების წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ. ჰოლივუდის ერთ-ერთ ლამაზ წყვილად მიჩნეულმა მსახიობებმა ფოტოკამერების წინაშე იპოზიორეს.
ლამაზმანი Oscar de la Renta-ს პალტოში იყო გამოწყობილი, რომელიც ყვავილების პრინტით იყო გაფორმებული. მოგვიანებით მან პალტო გაიხადა და Monse-ს ულამაზესი ასიმეტრიული კაბითა და Christian Louboutin-ის ფეხსაცმლით დარჩა.
თვალშისაცემი იყო რეინოლდსის რეაქციები, როდესაც მეუღლეს უყურებდა. ის ლაივლის წამითაც არ აცილებდა თვალს და ეს ყველასთვის გასაგები იყო, რადგან ლამაზმანი მართლაც შეუდარებლად გამოიყურებოდა.