„დედპულის“ წინა ნაწილებში რაიან რეინოლდსი აქტიურად მონაწილეობდა რთული ტრიუკების გადაღებებში, თუმცა როგორც ჩანს, ეს ყველაფერი მის ჯანმრთელობაზე ნაგეტიურად აისახა. ახალ ინტერვიუში მსახიობმა აღიარა, რომ ექიმებმა ურჩიეს, რომ მკვეთრი მოძრაობები გადაღებებზე აღარ შეასრულოს.
„სერიოზული ტრავმა მივიღე, როდესაც ტრიუკებს ვასრულებდი. ეს ერთი წლის განმავლობაში მეშვიდე შემთხვევა იყო, რომ ექიმის კაბინეტში კისერგაშეშებული ვიჯექი. რეცეპტის ბოლოს კი მან დიდი ასოებით მიაწერა „კასკადიორი“. შედეგად მოხდა ისე, რომ ახლა ჩემთან ერთად გადასაღებ მოედანზე კიდევ ოთხი ბიჭი მუშაობს.
დიდ ეკრანებზე „დედპული“ 2018 წლის 1 ივლისს გამოვა.