LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაიმე განსაკუთრებულ ექსცესს ადგილი არ ჰქონია, საპატიმრო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს“ – პენიტენციური სამსახური ქუთაისის მე-2 დაწესებულებაში პატიმრების ბუნტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს 

194
ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულება

სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების ბუნტია.

როგორც უწყებაში ამბობენ, დაწესებულებაში განსაკუთრებულ ექსცესს ადგილი არ ჰქონია.

„დაწესებულება ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს და რაიმე განსაკუთრებულ ექსცესს ადგილი არ ჰქონია“, – განუცხადეს „ფორტუნას“ პენიტენციურ დაწესებულების პრესსამსახურში.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში ბუნტია და 50-მდე პატიმარმა თვითდაზიანება მიიყენა.

magti 5g