LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რალისტმა ჯიმხანის პაროდია გააკეთა (ვიდეო)

29

ამერიკელმა რალისტმა ტაილერ უიტმა გადაიღო ვიდეო, რომელიც კენ ბლოკის ჯიმხანას სტილშია გადაღებული. ვიდეო უიტის YouTube-ის არხზეა განთავსებული.

გარბენისთვის სედანი Subaru Impreza RS გამოიყენა, პარტნიორად კი სხვა კომპანიებთან ერთად ფირმა Fifteen52-იც გამოვიდა, რომელიც კენ ბლოკის ავტომობილებისთვის დისკების მიმწოდებელია.

Speedhunters-თან ინტერვიუში უიტმა განაცხადა, რომ გეგმავდა პროფესიონალი მრბოლელი გამხდარიყო, თუმცა, ფინანსების უქონლობის გამო კარიერა ვერ აიწყო, ამიტომ საავტომობილო ვიდეოების წარმოებით დაკავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები