Ram ექსტრემალური უგზოობისთვის პიკაპების სერიას გამოუშვებს. ავტომწარმოებელმა პიკაპ 1500-ის, სახელწოდებით TRX-ის მოდიფიკაცია დააანონსა. ინოვაციური ყველგანმავალი ბრენდის მოდელებს შორის 2022 წლისთვის გამოჩნდება. სიახლე ამერიკული ბრენდის ისტორიაში ყველაზე ძლიერი იქნება და ის Ford F-150 Raptor-ის პირდაპირი კონკურენტი გახდება. მოდელი 6,2 ლიტრიანი კომპრესირებული V8 ძრავითაა აღჭურვილი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აგრეგატი Jeep Grand Cherokee-ს აქვს დამონტაჟებული და მას 717 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. გარდა ამისა, სიახლეს გაუმჯობესებული სამუხრუჭე სისტემითა და „კბილებიანი“ საბურავებითაც აღჭურვავენ.