LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამ აზარალა სადაზღვევო სექტორი?

105

სადაზღვევო სექტორის ზარალს ექსპერტები რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ. სადაზღვევო ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი გოგილაშვილი ფიქრობს, რომ უარყოფითი ტენდენციები რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროექტს.

ექსპერტის განმარტებით, პროექტი სადაზღვევო სექტორისთვის თავიდანვე წამგებიანი იყო, თუმცა ასეთი მასშტაბის ზარალი დამატებით, სხვა მიზეზებმაც განაპირობა.

მისი თქმით, საყოველთაო დაზღვევის პროგრამის შემდეგ, კომპანიები სხვა მიმართულებებით გააქტიურდნენ და ზოგიერთ შემთხვევაში, კორპორატიულ დაზღვევაში ზრდაც კი დააფიქსირეს. ზარალის მიზეზებზე საუბრისას კი, გიორგი გიგოლაშვილი განსაკუთრებულ აქცენტს ლარის გაუფასურებაზე აკეთებს.

”სადაზღვევო კომპანიებისთვის ხარჯები მას შემდეგ გაიზარდა, რაც მედიკამენტების გარდა, კლინიკების მომსახურებაც გაძვირდა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კომპანიამ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები გააძვირა, ფასის მატება საკმაოდ მცირე იყო და ეს საერთო სურათზე არ ასახულა” – აცხადებს გიგოლაშვილი ”ფორტუნასთან” საუბარში და აღნიშნავს, რომ დეტალური ანალიზისა და პროგნოზების გაკეთება წლის ბოლოს იქნება შესაძლებელი.

სადაზღვევო სექტორის ზარალი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 2,26 მილიონი ლარია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი კომპანიებმა საქმიანობა 9 მილიონიანი მოგებით დაასრულეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g