LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამ გადაგვარჩინა? რატომ იყო ჯერ ხმა და მერე რხევა?“ – რას ამბობს სეისმოლოგი დღევანდელი მიწისძვრის დეტალებზე

3310
BeFunky-collage1 (17)

დღეს დილით საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 8:00 საათზე, თბილისთან ახლოს, სოფელ ლელუბანთან დაფიქსირდა.

ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა თბილისშიც.

საქართველოში 4.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

სოციალურ ქსელში განხილვის საგანი გახდა აფეთქების მსგავსი ხმა, რომელიც მიწისძვრას მოჰყვა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა სუხიშვილი განმარტავს რასთან გვაქვს საქმე.

„დღევანდელი მიწისძვრა თბილისთან იყო უფრო ძლიერი (4.6), ვიდრე 2002 წლის აპრილის (4.5).

რამ გადაგვარჩინა?

დღევანდელი ეპიცენტრი იყო თბილისის ყველაზე ახლო უბნებიდან 10+ კმ-ში (შორები – 20+ კმ), 2002 იყო თბილისში;

დღევანდელის ჰიპოცენტრი (სიღრმე) იყო ღრმა, მოხდა 27 კმ სიღრმეზე და რხევა ზედაპირზე ამოსვლამდე შედარებით დაცხრა.

რატომ იყო ჯერ ხმა და მერე რხევა?

მიწისძვრისას მოდის რამდენიმე ტალღა. პირველ ტალღა P-ს (რომელიც სწრაფად ვრცელდება) მოაქვს ეს ხმა, მეორე ტალღა S იწვევს იმ რხევას რომელსაც აღვიქვამთ, კიდევ სხვა ტალღებიცაა მაგრამ არაუშავს.

და საერთოდ, 4.7 არის საშუალოზე სუსტი მიწისძვრა, ამიტომ მასზე “რამ გადაგვარჩინა” კითხვა წესით უადგილოა. მაგრამ თბილისში და საქართველოში, ნაგებობების ხარისხის გამო, ეგეც კი ძალიან გვაშინებს. ასევე, კარგია რომ წვიმების გავლილ “სეზონს” დროში აცდა“, – წერს ლაშა სუხიშვილი ფეისბუქში.

„მიწისძვრის დროს ხდება მიწის გარღვევა, რომელსაც საშინელი ხმა აქვს, ეს ხმა, ანუ მიწის რღვევის ხმა გაიგეთ“ – თეა გოდოლაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g