LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამ გამოიწვია 27 წლის ექთნის მდგომარეობის დამძიმება – რეანიმატოლოგის განმარტება

642
post-1616178817-7222

ახალციხის კლინიკა „იმედის“ კრიტიკული მედიცინისა და რეანიმაცია ანესთეზიის განყოფილების ხელმძღვანელი გიორგი აფციაური, 27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

როგორც მედიკოსი ამბობს, პაციენტის მდგომარეობის დამძიმება ანაფილაქსიის განმეორებითმა ტალღამ გამოიწვია. მისი თქმით, ჩივილების მოხსნა და სიტუაციის გართულება დაახლოებით ხუთწუთიან ინტერვალში მოხდა. მისივე თქმით,  პაციენტის მდგომარეობის დამძიმება ანაფილაქსიის განმეორებითმა ტალღამ გამოიწვია.

„ანაფილაქსიას აქვს განმეორებითი ტალღა, შეიძლება რომ განმეორდეს რაც ამ შემთხვევაში მოხდა. სამწუხაროდ იმ მდგომაროებიდან ვერ მოხერხდა ხელოვნური ვენტილაციის აპარატის გარეშე მისი დასტაბილურება“,-განაცხადა გიორგი აფციაურმა.

როგორც რეანიმატოლოგი ამბობს,  ჩივლების მოხსნა და სიტუაციის გართულება დაახლოებით ხუთწუთიანი ინტერვალით მოხდა.

„ჩივილების დროს პაციენტს უცებ აღენიშნა გონების დაკარგვა, გამოიხატა კრუნჩხვა, გაუკეთდა დიაზეპამი, თუმცა კრუნჩხვის მოხსნა ვერ მოხერხდა, ამიტომ  სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს.

პროტოკოლის გათვალისწინებით ჩატარდა აბსოლუტურად ყველა ღონისძიება, საზოგადოებაში რაც მე მოვისმინე არის აზრი, რომ თითქოს ადრენალინი არ გამოვიყენეთ, რა თქმა უნდა ანდრენალიც გაკეთდა, ასევე ჰორმონიც, ანტიჰისტამინური საშუალებაც. პირველადი დახმარება გაეწია გარშემომყოფი ექიმებისგან, როცა უკვე შეუძლებელი გახდა სიტუაციის კონტროლი, დამიძახეს მე. პირველი რაც გაკეთდა ეს იყო ადრენალინი ხაზგასმით მინდა ავღნიშნო“,-განაცხადა გიორგი აფციაურმა.

მისი თქმით, აღჭურვილობის კუთხით, არანაირი ხარვეზი კლინიკაში არ არის არ არის კლინიკაში. არის აბსოლუტურად ყველა საშუალება იმის, რომ  ასეთი პაციენტი იმართოს, თუმცა ეს შემთხვევა რატომღაც დასრულდა ცუდი შედეგით“.

ჟურნალისტის კითხვაზე – გამორიცხავთ, რომ შეიძლება არ ყოფილიყო ანაფილაქსია – რეანიმატოლგმა უპასუხა, რომ ახლა ერთნიშვნელოვნად  პასუხის გაცემა გაუჭირდება.

„გამორიცხვით ნამდილად ვერაფერს გამოვრიცხავ. ერთმნიშვნალოვნად ახლა რაიმეზე პასუხი გაგცეთ, რათქმა უნდა რთულია, რაც შეეხება ანამნეზს, როგორც ვიცი არანაირი ალერგიული რექცია პაციენტს მანამდე არ ჰქონია, რაიმე ყურადღებამისაქცევი დაავადებით არ ყოფილა დაავადებული. ასე, რომ დარწმუნებით ერთმნიშვნელოვნად ამ საკითხზე ვერ გაგცემთ პასუხს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები