LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამ გამოიწვია ლევან კბილაშვილის გარდაცვალება – რას ამბობს მისი და: „სიონის საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და პატრიარქი არ მისცემდა უფლებას, სხვა რამ რომ ყოფილიყო გარდაცვალების მიზეზი…“

3573
ლევან კბილაშვილი

რამდენიმე წლის წინ ტრაგედია მოხდა მოსკოვში – მომღერალი ლევან კბილაშვილი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მისი და, სალომე ჟურნალ „სარკეს“ (8 ოქტომბრის ნომერი) ესაუბრება იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია მისი ძმის გარდაცვალება:

„თავის ტვინის ანევრიზმამ… არ აწუხებდა არაფერი არ მხრივ. ჯოხით დადიოდა და ესეც კოვიდის გადატანის მერე. ავარიის გამო ჰქონდა ფეხი დაზიანებული და მენჯის სახსრის ტკივილების პროვოცირება კოვიდმა მოახდინა. საოპერაციო იყო, მაგრამ მერე თითქოს უკეთესობისკენ შეიცვალა ყველაფერი. იცით, ითქვა, ძლიერ გამაყუჩებლებს სვამდაო… არ ყოფილა ასე. ხომ იცით, სიონის საკათედრო ტაძარში იყო დასვენებული და პატრიარქი არ მისცემდა უფლებას, სხვა რამ რომ ყოფილიყო გარდაცვალების მიზეზი და არც ჩვენ დავუშვებდით, რაიმე არასწორად შესრულებულიყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g