LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამ მოკლა ალექსანდრე ცხაკაია – ცნობილი ექიმის გარდაცვალება მის კოლეგებსაც უკვირთ

469
aleko-cxakaia

ექიმი გინეკოლოგი ალექსანდრე ცხაკაია ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში ოპერაციის გაკეთებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ცხაკაიას გარდაცვალებაში მისი შვილები ექიმებს ადანაშაულებენ. აშშ-ში მცხოვრები ზურაბ ცხაკაია ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრება და ამბობს, რომ მამის მკურნალობის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა ამერიკულ კლინიკებს და მათგან დასკვნებს ელოდება.

ზურა ცხაკაია: 

მამამ ნაღვლის ბუშტსა და საყლაპავ მილზე პატარა წამონაზარდის ოპერაცია გაიკეთა ერთდროულად ეს წამონაზარდი სიმსივნე არ იყო. სამწუხარო ის არის, რომ მე, ჩემმა დამ და დედამ დავაძალეთ, ოპერაცია გაეკეთებინა.

ექიმმა უთხრა, ისეთი ადვილი ოპერაციაა, როგორც კბილის ამოღება და სამ დღეში გაგწერთ, ერთ თვეში სრულიად ჯანმრთელი იქნებიო. მე და ჩემს დას კი გაგვიკვირდა. 60 წლის იყო მამა და მაინც შეგვეშინდა, როგორ გადაიტანდა ერთდროულად ორ ოპერაციას სხეულის სხვადასხვა ადგილას. ორშაბათს მისულ კაცს უთხრეს, ოთხშაბათს მოდით და გაგიკეთებთო… გვითხრეს, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მამაჩემმა მოგვწერა, ნორმალურად ვარ, თუმცა ძლიერი ტკივილები მაქვსო. პარასკევს ჩემმა დამ დამირეკა, მამა კვდება, ფილტვები გაეთიშაო. რომ დავუკავშირდით, გვითხრეს, ფილტვები გაქრა, ვეღარ ვხედავთ და შეიძლება, კორონავირუსი ჰქონდესო. არადა, კლინიკაში შეყვანისას გაუკეთეს ტესტი. დაბრალება უნდოდათ კოვიდზე, ოთხჯერ შეამოწმეს, მაგრამ არც ერთმა ტესტმა არ დაადასტურა. ამის მერე გვითხრეს, სეფსისი გაჩნდაო… სეფსისი როგორ გაჩნდებოდა, თუ ინფექცია არ მოხვდა ორგანიზმში? ერთი ექიმი გვეუბნებოდა, კარგადააო, მეორე  ამბობდა, შანსი არაა გადარჩენისო…

უამრავი წამალი გვაყიდინეს. 700-ლარიან წამლებზეა საუბარი. ბოლოს გვითხრეს, რაღაც წამალია, 12 000 ლარი ღირსო და ისიც უნდა გვეყიდა, მაგრამ ვეღარ მოვასწარით. ვეხვეწებოდით, თუ ვერ შველით, გადავაფრენთ თურქეთში ან სხვაგანო, მაგრამ არ გამოგვატანეს…“

ჟურნალ „სარკესთან“ ასევე საუბრობს თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრის კლინიკის ქირურგი, ალექსანდრე ცირეკიძე, რომელმაც გააკეთა ოპერაცია და აღნიშნავს, რომ კოლეგის გადასარჩენად ყველაფერი იღონეს: „რაც მოხდა, ჩვენთვის სამწუხაროა. ამ ამბავში ჩართული იყვნენ არა მხოლოდ ჩვენი კლინიკის ექიმები, არამედ ბევრი სხვა წამყვანი სპეციალისტი, მაგრამ ყველასთვის ამოუცნობი დარჩა, რას შეიძლებოდა გამოეწვია ფილტვის ასეთი დაზიანება. პაციენტი არ გარდაცვლილა ქირურგიული გართულებით. ის დამძიმდა ფილტვის დაზიანებით, რასაც დაერთო თირკმლის უკმარისობა და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g