რამ შეიძლება გამოიწვიოს წყვილის ინფერტილობა – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ანნა გარსევანიშვილმა ისაუბრა.
რამ შეიძლება გამოიწვიოს წყვილის ინფერტილობა ?
ადამიანი როგორც ბიოლიგიურ-ფსიქოლოგიური ერთიანობა, საჭიროებს მის ჰოლისტურ ხედვას. ჩვენი ემოციები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ფიზიოლოგიაზე და პირიქით, ანუ სომატურ მდგომარეობას აქვს გავლენა ფსიქოლოგიურ სტაბილურობაზე.
სტრესი, შფოთვითი მდგომარეობები-აშლილობები, დეპრესია,ფსიქოლოგიური ტრავმები შესაძლებელია გახდეს ერთ-ერთი მიზეზი წყვილის ინფერტილობის.
ხანგრძლივმა სტრესმა, კორტიზოლის მაღალმა დონემ, შფოთვამ შესაძლებელია – ციკლის დარღვევა ან ამენორეა, სექსუალური დისფუნქცია, ლიბიდოს დაქვეითება, იმუნოსუპრესია, პირობით-პათოგენური ფლორის გააქტიურება-ინფექციები, ჰორმონალური დისბალანსი გამოიწვიოს, რაც ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.
ფსიქოემოციური მდგომარეობა ინვიტრო განაყოფიერებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. ექსტრაკორპორალური განაყოფიერება ეს სერიოზული გამოწვევაა წყვილის ცხოვრებაში.

წყვილები, რომლებიც უშვილობის პრობლემის წინაშე დგანან განიცდიან:
ყოველივე ეს მნიშვნელოვანწილად ართულებს მკურნალობის პროცესს და მის შედეგიანობას. კომპლექსური მკურნალობა მოიაზრებს მედიკამენტოზურ თერაპიას, ქირურგიულ ჩარევას და პარალელურად ფსიქოთერაპიას, რომლის დროსაც შესაძლებელია:

რა გვეხმარება ფსიქოლოგიურ ნაწილში ინ ვიტრო განაყოფიერების დროს?
მყარი ფსიქიკა, ემოციების რეგულაცია, პრობლემის მიმღებლობა და პასუხისმგებლობის აღება, თანმიმდევრულობა, პრიორიტეტების მენეჯმენტი გვეხმარება ადეკვატური აღქმის შექმნაში და სიტუაციურად მოქმედებაში.
ჯანსაღი ცხოვრების წესი, კვების მოწესრიგება, ძილის მოწესრიგება, ზრუნვა საკუთარ თავსა და წყვილზე როგორც ერთ მთლიან ორგანიზმზე, ინფორმირებულობა, ცნობიერების ამაღლება – არის მნიშვნელოვანი ნაწილი მომავალი მშობლობის დაგეგმვისთვის და გვეხმარება ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებაში.