LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენ ადამიანს აქვს სესხი და რა შეიცვალა სექტემბერში ახალი რეგულაციით / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

43
ვალდაგადაცილებული სესხი

საქართველოში მილიონ ცხრაასი ათას ადამიანს აქვს ერთი სესხი მაინც. მათგან 217 ათასს ვადაგადაცილება უფიქსირდება.

„კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემებით მიმდინარე წლის ოქტომბერში ადამიანების რიცხვი რომლებმაც სესხის მომსახურება ვერ მოახერხეს სექტემბერთან შედარებით დამატებით 2%-ით გაიზარდა, თუმცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 4%-ით შემცირდა.

გაზრდილია ვადაგადაცილებული სესხების პორტფელიც. რა ტიპის სესხები ხვდება ვადაგადაცილებაში და რა ზომისაა გაფუჭებული სესხების პორტფელი?

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად ლაშა ბაღათურია – „კრედიტინფო საქართველოს“ ბიზნესის განვითარების მენეჯერი საუბრობს.

– რა მდგომარეობაა დღეს საფინანსო სექტორში? როგორც ვიცი, ყველა გამსესხებლის მონაცემი გაქვთ, რომელიც საქართველოში მუშაობს. (ლომბარდებს არ ვგულისხმობ).

– საკრედიტო საინფორმაციო ბიურო საქართველოში 2005 წლიდან საქმიანობს. სექტემბერში რეგულაცია, რომელიც ჩვენ გვარეგულირებს, ეროვნული ბანკის ბრძანებით შეიცვალა. უკვე 10 მილიონამდე გაიზარდა სესხის ლიმიტი (მანამდე 3 მილიონამდე იყო). მონაცემები ჩვენთან იგზავნება და შესაბამისად ზუსტი მონაცემი გვაქვს, თუ რამდენი სესხი გაიცემა.

– 10 მილიონზე მეტი სესხის შესახებ ინფორმაცია შეიძლება, რომ ვერ მოხვდეს თქვენს ბაზაში, მაგრამ სხვა ინფორმაციის მოძიება, პრობლემა არ იქნება. 

– სწორად აღნიშნეთ, გაზრდილია მიმდინარე სუბიექტების რაოდენობა, რომლებთანაც ფიქსირდება 30 დღეზე მეტი გადაცილება. სექტემბერს, როგორც გამონაკლის თვეს ისე უყურებენ. რადგან სექტემბერში რიგი ცვლილებები განხორციელდა. ეროვნულმა ბანკმა შეცვალა დაკრედიტების პოლიტიკა, დაკონსერვებები გააკეთა.

ჩვენი რეგულაციაც შეიცვალა და 3 მილიონი ლარის ნაცვლად 10 მილიონი ლარია ლიმიტი.   შესაბამისად ამან კიდევ გაზარდა ვადაგადაცილებული პორტფელის რაოდენობა.

პოზიტიური შეიძლება დავინახოთ ბოლო თვეებში ის ფაქტი, რომ სექტემბერი აგვისტოზე უკეთესი იყო.

ერთი წლის ჭრილში რომ შევხედოთ მონაცემებს,  პოზიტიური დინამიკა გვაქვს და 4 %-ით არის გაუმჯობესება.

ანუ 4 %-ით უფრო ნაკლები სუბიექტების რაოდენობაა ვადაგადაცილებაში.

– მიზეზებზეც ვისაუბროთ. მესმის, რომ წინა წელთან შედარებით ცოტა გაუმჯობესება იქნება. მძიმე წლები გავიარეთ პანდემიის დროს. მოხდა სესხების გადავადებები რესტრუქტურიზაცია და ა.შ. როდესაც  ბიზნესი ამუშავდა, ნელ-ნელა გამოსწორდა მდგომარეობა.

რა შეიძლება იყოს გარდა პანდემიისა იმის მიზეზი, რომ ამდენი სუბიექტი, როგორც იურიდიულ ისე, ფიზიკური პირი  მოხვდა ვადაგადაცილებაში?

– ეროვნული ბანკის განცხადებებსაც თუ მოვიშველიებთ, პოსტპანდემიური ეფექტი ჯერ კიდევ დარჩენილია. ალბათ რამდენიმე თვე დასჭირდება, რომ დინამიკა გასუფთავდეს და სხვა მიზეზებზე ვისაუბროთ, მაგრამ მიზეზი ჯერჯერობით კიდევ რჩება. ვიღაცებს გაუვიდათ რესტრუქტურიზაციის საშეღავათო  პერიოდი და ახლა უწევთ გადახდა. კიდევ არის ერთი მომენტი. ინფლაცია და უმუშევრობის დონე.

ზრდა განსაკუთრებით შეინიშნება სამომხმარებლო პორტფელში. ეროვნული ბანკი ხედავს და აანალიზებს ამ მონაცემებს. ამიტომ იყო სექტემბერში ეს ნაბიჯი გადადგმული, რომ პორტფელი შემცირდეს და გაჯანსაღდეს და  ვადაგადაცილებები აღარ დაფიქსირდეს ამ მიმართულებით.

– შეიძლება, ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ პატარა და მცირე სესხები უფრო ხშირად ხდება პრობლემური ვადაგადაცილებაში, ვიდრე მსხვილი და იპოთეკური სესხები.

– ეს პორტფელი ფაქტობრივად იგივე ხარისხით რჩება. ვადაგადაცილებების განსაკუთრებული ზრდა არის სამომხმარებლო სესხებში. ასევე შეინიშნება სალომბარდო და ბიზნესესხების ზრდა.

საფინანსო ინსტიტუტების მიხედვითაც ჩავშალოთ მონაცემები…

– ვადაგადაცილებული სესხების, დაახლოებით 75%-მდე მოდის ბანკების წილზე.

– მათი პორტფელის რა ნაწილია ვადაგადაცილებაში?

– დაახლოებით 4%.

– პრინციპში ეს შედეგია იმის, რომ 2 ძალიან რთული წელი გაიარა საქართველოს ეკონომიკამ. მიუხედავად იმისა, რომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, სასესხო პორტფელის ვადაგადაცილების მაჩვენებელი, ჯერჯერობით ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს. თუმცა ვფიქრობ, რომ შემდეგი წლიდან ეს მაჩვენებელი შეიძლება, წამოვიდეს ქვემოთ.

თუმცა ინფლაცია, რომელიც ორნიშნაა, ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ხარჯების ზრდაზე.

– მომავალ წელს ინფლაციის უფრო დაბალ ნიშნულს ელოდებიან.

– ხშირად არის ხოლმე საუბარი, რომ ვადაგადაცილებული სესხების გამო რამდენ ხანს შეიძლება დარჩეს ადამიანი ე.წ. შავ სიაში და რამდენად აისახება ეს მის შემდგომ ხელმისაწვდომობაზე და ფინანსებზე.

– როგორც გითხარით, ვადაგადაცილებულ სესხებზე ჩვენთან ყოველ დღე იგზავნება ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ერთდღიანი გადაცილება ისე კრიტიკულად არ მოქმედებს, როგორც 30 და 90 დღიანი გადაცილება. საკრედიტო ქულა უმჯობესდება, თუ ვადაგადაცილება დაიფარება, სანამ მისი დაფარვა არ მოხდება, მანამდე ქულის დაძვრა არ ხდება.

როგორც კი მომხმარებელი დააფიქსირებს დროულ დაფარვას, რა თქმა უნდა, რეიტინგი უმჯობესდება.

ასეთი ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. როგორც იცით, გვაქვს ჩვენი სერვისი, სადაც მომხმარებელი საკუთარი  საკრედიტო ისტორიის გადამოწმება შეუძლია. სწორედ აქ მოგვმართავენ ჩვენი მომხმარებლები, რა გავაკეთოთო და ჩვენი რჩევა ყოველთვის არის, რომ ვადაგადაცილება აუცილებლად უნდა დაიფაროს. რამდენიმე პოზიტიური გადახდის შემთხვევაში, რეიტინგი მკვეთრად უმჯობესდება.

– მითივითაა, რომ ერთხელ  ვადაგადაცილების შემთხვევაში სესხს ვეღარ აიღებ, მაგრამ  ვადაგადაცილების ამოწურვის შემთხვევაში ერთი თვიდან ერთი წლის შემთხვევაში ბანკები სესხს გასცემენ . თქვენ იგივე სტატისტიკა გაქვთ იმედია.

– დიახ, ეს ნამდვილად ასეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g