LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენ მძღოლს შეუჩერდა მართვის მოწმობის მოქმედების უფლება

289
Young depresses man sitting inside car very upset and stressed after car accident outdoors

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2019 წლის მე-3 კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება იმ პირების რაოდენობა, რომელთაც მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირებისას მითითებული საცხოვრებელი ადგილის მითითებით) დააკლდათ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში მართვის მოწმობის მოქემდების უფლება 125 ადამიანს შეუჩერდა, აქედან 8 პირმა გამოცდა ჩააბარა, 117 მოქალაქეს კი მართვის მოწმობის მოქმედება შეჩერებული აქვს.

სტატისტიკის მიხედვით, დედაქალაქი პირველ ადგილზეა იმ პირთა რაოდენობის მიხედვით, რომელთაც  მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა სრულად ამოეწურათ. მათი რაოდენობა 61-ია. მეორე ადგილზე ქვემო ქართლია, სადაც ქულები 15 პირს ამოეწურა, ხოლო მე-3 ადგილი სამეგრელო-ზემო სვანეთს უკავია, სადაც დოკუმენტის მოქმედება 8 პირს შეუჩერდა.

უწყების მე-3 კვარტლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დარღვევის გამო მართვის მოწმობაზე მინიჭებულ 100-ქულიანი სისტემიდან ქულები 170 249 ადამიანს აქვს დაკლებული, ხოლო 1 025 068 პირს სრულად აქვს შენარჩუნებული მრთვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g