LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენ წუთში დაინფიცირდებით პირბადით და პირბადის გარეშე კორონავირუსით – ზაალ კოკაიას განმარტება

467
page

ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ზაალ კოკაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ახალ კვლევას და მასზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ პირბადე და სოციალური დისტანცია მთავარი იარაღია პანდემიასთან ბრძოლისას:

„პირბადე იცავს!

აცრა, პირბადე და სოციალური დისტანცირება – ეს არის ის იარაღი, რაც დღეს ხელთ გვაქვს კოვიდ პანდემიასთან საბრძოლველად.

ეს ცხრილი გამოაქვეყნა Wall Street Journal-მა 10 იანვარს.

ამ ცხრილის მიხედვით, თუკი ინფიცირებული ადამიანი ატარებს ქირურგიულ პირბადეს, არაინფიცირებულ ადამიანს, რომელიც ასევე ატარებს ქირურგიულ პირბადეს, დასაინფიცირებლად დასჭირდება 1-საათიანი კონტაქტი. N95/FFP2 პირბადის ტარებისას, რომელიც გაცილებით უფრო საიმედოა, იგივე ვითარებაში ინფიცირების დრო იზრდება 25 საათამდე, ხოლო პირბადის გარეშე 15-წუთიანი კონტაქტიც კი საკმარისია დასაინფიცირებლად.

გასათვალისწინებელია, რომ ეს მონაცემები ეხება დელტას და ომიკრონის შემთხვევაში სავარაუდოდ, ინფიცირება უფრო მალე ხდება“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები