რამდენად ახდენს გავლენას ემოცია ჩვენს გადაწყვეტილებებზე – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა ნინა გოგოხიამ ისაუბრა.
ახდენს თუ არა ემოცია ჩვენს გადაწყვეტილებებზე გავლენას?
ემოციები გავლენას ახდენს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, პრაქტიკულად განსაზღვრავს ქცევასა და სოციალურ ურთიერთობებს.
ბიოლოგიური პერსპექტივით – ემოცია სომატურია – ნეიროფიზიოლოგია: ცენტრალურ და პერიფერიულ ფიზიოლოგიურ რეაქციებს გამოყოფს.
სიმპატიკურია: მობილიზება – გულის ცემის გახშირება. პარასიმპატიკური: საპირისპირო მდგომარეობა, სიმშვიდის.
მოქმედება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ემოციაში, ნეიროფიზიოლოგიურ რეაქციას აუცილებელია ჰქონდეს ქცევითი მიმართება, როგორც მინიმუმ მოტორული
კომპონენტი – გამომხატველობა, როგორიცაა სახის გამომეტყველება
და/ან ვოკალიზაცია.
ემოცია მთლიანობაში ასრულებს სხვადასხვა ფუნქციებს, როგორიცაა – შეფასება, რეგულირება, მოქმედებისთვის მზადება და შესრულება.
ემოციის თეორიები განსხვავდება, უფრო იოლია თუ ყურადღებას გავამახვილებთ ერთ ან რამდენიმე კომპონენტზე.
ძირითადი, ბაზისური ემოციები უნივერსალურია, თუმცა სიხარული, სევდა, ბრაზიც, შიში და ზიზღიც, კულტურული ზეგავლენის შედეგად, რა თქმა უნდა განსხვავდება – ამიტომ ნეიროფიზიოლოგიური და ქცევითი შაბლონებს თუ ჩავშლით ელემენტებად – ემოციების ქვეემოციური ცვლადების კომბინაციები რთულ და კომპლექსურ ემოციებზე გაგვიყვანს, ვფიქრობ საკუთარ ემოციებზე დაკვირვებისას მინიმუმ 3 არხს უნდა დავაკვირდეთ: კოგნიტური კომპონენტს [რას ვფიქრობთ], ნეიროფიზიოლოგიური აქტივობას [სხეულში რას ვგრძნობთ] და ჩვენს ქცევას – სიტუაციას.

რისკენ გვიბიძგებს ემოცია?
ემოციები უბიძგებს ადამიანებს სწრაფი რეაგირებისკენ გარემოში არსებულ სტიმულებზე, რაც ხელს უწყობს წარმატებისა და გადარჩენის შანსების გაუმჯობესებას.
ემოციური ინტელექტი გვეხმარება სხვა ადამიანებისა და ცხოველების ემოციების გაგებაში, რაც გადამწყვეტია უსაფრთხოების განსაცდელად, უამრავი ადამიანი მუდმივად დაძაბულია, შფოთავს – თითქოს საფრთხე ემუქრება და ვერ ახერხებს გააზრებას, რომ არის მომენტები, როდესაც შეუძლია და თან აუცილებელია მოდუნდეს, ამიტომ არის თანამედროვე სამყაროში გავრცელებული ისეთი დიაგნოზი, როგორიც არის ადაპტაციის აშლილობა – შფოთვით, დეპრესიით და ნევროზი. ვეგეტონევროზის არსი ზუსტად ის არის, რომ ავტონომიური ნერვული სისტემა ვეღარ ხვდება სად მობილიზდეს და სად დამშვიდდეს.
არაცნობიერი, ავტომატური კოგნიტური პროცესების ხაზგასმით, არსებობს ემოციის თეორიები, რომელიც ფუნდამენტური მეცნიერების – ბიოლოგიური მოდელით ხსნის
ემოციური გამოცდილებას, თუ როგორ და რატომ გვეცვლება ინდივიდებსა და
სიტუაციებში ემოციები.
ჯეიმს ლანგეს ემოციის თეორია, ე.წ. „გრძნობის თეორია“ ამტკიცებს, რომ სტიმული პირდაპირ ააქტიურებს სენსორულ ქერქს, რაც თავის მხრივ იწვევს პერიფერიულ სომატურ და მოტორულ პასუხებს (როგორიცაა სხეულებრივი რეაქცია).
ამ სხეულებრივი რეაქციებს საპასუხოდ მოჰყვება ემოცია. მაგ. არ გვეღიმება, მაგრამ თუ გავიღიმებთ – ღიმილის გამოცდილება უბრუნდება სენსორულ ქერქს, წარმოქმნის განწყობას. არსებითად, ჯეიმსმა ემოცია გაათანაბრა სხეულებრივი რეაქციების ცნობიერ გამოცდილებასთან.
ჯეიმს-ლანგეს თუ თვლის რომ ფიზიოლოგიური რეაქციები წინ უსწრებს
ემოციურ გამოცდილებას, კენონ-ბარდის თეორია ამტკიცებს, რომ თალამუსი თავის
ტვინში ერთდროულად აგზავნის სიგნალებს ქერქში (რაც იწვევს ცნობიერ ემოციებს) და
ავტონომიურ ნერვულ სისტემა რეაგირებს, წარმოიქმნება ფიზიოლოგიური აღგზნება).

რომ ვმართოთ ემოციები?
გრძნობათა სამყაროს ბუნებაში, აუცილებელია გავითვალისწინოთ კულტურული გავლენა და ტრადიციული [სტერეოტიპური] აღქმები.
არსებობს ოპტიმალური ემოციის თეორია – შეხტერ-ზინგერის ორფაქტორიანი თეორია.
აქ ჯეიმსის იდეა, რომ სხეულის რეაქციები წინ უსწრებს ემოციურ გამოცდილებას და ქენონის პერსპექტივა, რომ ფიზიოლოგიურ რეაქციებს გააჩნიათ აღქმის სპეციფიკა წინააღმდეგობაში აღარ მოდის.
ეს თეორია მოიცავს ორ ფაქტორს:
1. ფიზიოლოგიური აგზნება: სტიმული წარმოქმნის ფიზიოლოგიური აგზნების არადიფერენცირებულ მდგომარეობას. მაგ. ორგანიზმი დაიძაბა – ადამიანი მობილიზდება.
2. შემეცნებითი ინტერპრეტაცია: აღგზნების შემდეგ ხდება ინტერპრეტაცია სტიმულის კონტექსტისა და მახასიათებლების საფუძველზე.