LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად არის ათვისებული კომპანიების მხრიდან დაზღვევის კორპორატიული სერვისები – Bia.ge

19
Customer-shutterstock-423521482

ბიას ონლაინ პლატფორმის გვერდზე რეგისტრირებულმა კომპანიების რიცხვმა 49500-ს გადააჭარბა.

„ბიზნესკურიერი“ დაინტერესდა, ამ კომპანიების მხრიდან რამდენად არის ათვისებული დაზღვევის კორპორატიული სერვისები.

როგორც კომპანია „ბიას“ წარმომადგენელმა ანა ამაშუკელმა განგვიცხადა, ქართულ ბაზარზე დღეის მდგომარეობით ოპერირებს 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც უზრუნველყოფენ ქართულ ბაზარზე კომპანიების მომსახურებას სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტით.

დაზღვევით სარგებლობს ბაზაში ფუნქციონირებადი კომპანიების 20%. (აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით არ არის გაზრდილი.)

კომპანიებიდან რომლებიც სარგებლობენ კორპორატიული სადაზღვევო მომსახურებებით:

მცირე ზომის კომპანია არის 39%,

საშუალო ზომის კომპანია არის 41%

და მსხვილი ზომის კომპანია არის 21%,

განაწილების პროპორციულობა გასულ წლებთან შედარებით შეცვლილია, მცირე ზომის კომპანიების პროცენტმა საგრძნობლად იკლო (საშუალო და მსხვილი ზომის კომპანიების ზრდის ხარჯზე)

ტოპ 3 სადაზღვევო პროდუქტი, რითიც ორგანიზაციათა უმეტესობა სარგებლობს არის:

ჯანმრთელობის დაზღვევა-კომპანიების 50% სარგებლობს;

ავტომობილის დაზღვევა-კომპანიების 24% სარგებლობს;

ქონების დაზღვევა, კომპანიების 18% სარგებლობს.

ხოლო ყველაზე ნაკლებად სარგებლობენ ქართული კომპანიები შემდეგი სადაზღვევო პროდუქტებით:

აგროდაზღვევა

საავიაციო და საზღვაო რისკების დაზღვევა

კორპორატიული დაზღვევით მოსარგებლე კომპანიები, რომ მიმოვიხილოთ  საქმიანობის კატეგორიების ჭრილში, ძირითადად დაზღვევის მომსახურებით სარგებლობენ შემდეგი საქმიანობის იურიდიული პირები:

სამშენებლო პროდუქცია, მშენებლობა და უძრავი ქონება

კვების პროდუქტები

მედიცინა, სილამაზე და სპორტი

საოფისე და საოჯახო საქონელი

დისტრიბუცია

ტრანსპორტი და გადაზიდვები

სოფლის მეურნეობა

ავტობიზნესი

ინფორმაციისთვის, სადაზღვევო კომპანიების ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, 2020 წლის IIIკვ-ს ბოლოს სულ მოზიდულმა პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა-513,4 მლ. ლარი, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 30%-ის არის გაზრდილი.

ახალრეგისტრირებულ კომპანიებში კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით ჩართულობა გაზრდილია 2017-2018 წლებთან შედარებით.  2019 წლიის დასაწყისიდან დღემდე რეგისტრირებული მოქმედი კომპანიების ჯერჯერობით მხოლოდ 7% სარგებლობს სადაზღვევო მომსახურებებით. აღნიშნული პროცენტი 2017-2018 წლებში მხოლოდ 3%-ს შეადგენდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g