დღეს და ხვალ სემეკის ორგანიზებით იმართება კონფერენცია თემაზე, კონკურენცია და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი პრაქტიკაში.
აღნიშნულ კონფერენციაზე ევროპის ქვეყნების კონკურენციის სააგენტოს, ენერგეტიკის მარეგულირებელი ორგანოებისა და ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლები საქართველოს მათი ქვეყნების გამოცდილებას, ენერგეტიკულ სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებისა და ენერგეტიკული ბაზრების მონიტრინგის პრაქტიკის შესახებ გამოცდილებას გაუზიარებენ.
კონფერენციას უძღვებიან სემეკის თავმდჯომარე დავით ნარმანია და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.
რამდენად არის საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი კონკურენტული გარემო და რა მოგვცა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რაც აღნიშნული მიმართულებით განხორციელდა.
აქტუალურ საკითხებზე, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ „ბიზნესკურიერთან“ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა საკანონმდებლო ცვლილებებამდე კონკურენციის სააგენტო არ აწარმოებდა რიგი სექტორების საქმეებს.
„ენერგეტიკის სექტორი არის რეგულირებადი. მას მონიტორინგს, უწევს სემეკი მთლიანობაში, როგორც ტყის ინდუსტრიას, ასევე გაზის ინდუსტრიას, ენერგოსექტორთან ერთად. მიმდინარეობს რეფორმა, რომელიც ბაზრის რეგულაციას ეხება და ამ კუთხით მართლაც მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზაა რეალურად შექმნილი.
კონკურენციის ნაწილი არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც ამ რეფორმებთან არის სრულ თანხვედრაში, ვგულისხმობ იმას, რომ ბაზრის გახსნილობა, უფრო მეტი ლიბერალიზაცია ბუნებრივია ითხოვს კონკურენციის საბაზისო საკანონმდებლო საფუძვლების შექმნასაც.
2020 წელს პარლამენტის მიერ მიღებულ იქნა ცვლილებები კონკურენციის შესახებ კანონში, რომელმაც უფრო გააძლიერა საქართველოში კონკურენციის აღსრულების პოლიტიკა და ამ ცვლილებებამდე, რომლიც ძალაში შევიდა, გასული წლის 4 ნოემბრიდან, ჩვენი კონკურენციის სააგენტო არანაირად არ ეხებოდა სხვადასხვა სექტორებს, ისინი იყვნენ სხვა მარეგულირებლების ქვეშ.
ამ ცვლილებებმა ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გამოკვეთა-ჩვენ მარეგულირებლები ვიმოქმედებთ ერთიანი პრინციპებით.
ჩვენ ერთიანი პრინციპებით ვუზრუნველყობთ კონკრეტული ქეისების შესწავლას.
თუ ადრე არანაირი შემხებლობა არ გვქონდა ამ სექტორებთან, პირობითად თუ კომპანია, რომელიც იყო ენერგეტიკის სექტორიდან და მაგალითად სამშენებლო კომპანიასთან აწარმოებდა დავას კონკურენციის საკითხზე, ასეთ შემთხვევაში ეს ვერ ხდებოდა ჩვენი განხილვის ნაწილში, გამომდინარე იქიდან, რომ კანონმდებლობა არ იძლეობა ამის საშუალებას, ბოლო ცვლილებებით ნებისმიერი ასეთი საკითხი, რომელიც უკავშირდბა სხვა მარეგულირებელი სექტორიდან არსებულ დავას ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენელთან, ასეთ შემთხვევაში ჩვენ იმ სფეროს მარეგულირებელთან ერთად, შევისწავლით აღნიშნულ საკითხს.
ჩვენ ვაკეთებთ მოკვლევას, მოკვლევის შედეგად დგინდება ჰქონდა თუ არა რაიმე დარღვევას ადგილი, ზუსტად ანალოგიური მიდგომით რაც ჩვენს კანონმდებლობაში ჩაწერილია, ამ საფუძვლებით მოხდება აღნიშნული საკითხის შესწავლა და გადაწყვეტილებების მიღება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს სრულიად მოიცავს მთელ რიგ ეკონომიკის სფეროებს და აბსოლუტურად თანხვედრაშია ევროპულ კანონმდებლობასთან.
ირაკლი ლექვინაძემ განმართა, რომ დავები ბიზნესსუბიექტებს შორის საკმაოდ ხშირია.
„ჩვენ გასულ წელს, 3 მოკვლევა დავასრულეთ კონკურენციის დარღვევის ფაქტებზე, ახლა მიმდინარეობს ასევე 3 მოკვლევა, სადაც 2 ეხება არაკეთილსინდისიერ კონკურენციის ფაქტს ეხება, ხოლო 1 შეთანხმებულ ქმედებას.
ჩვენ ძალიან ხშირად მოგვმარავენ კომპანიები, თუმცა არის მომხმარებლის განცხადებებიც რომლებიც თვლიან, რომ კონკრეტულ მომენტში შეიძლება ადგილი ჰქონდეს იმ პრინციპების დარღვევას, რომელსაც ითვალისწინებს ჩვენი კანონმდებლობა.“-აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ „ბიზნესკურიერთან“ საუბრისას.