LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად ძვირია უძრავი ქონება საქართველოში და რა ღირს ის უცხოეთში

262
715X400

საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი უძრავი ქონება საცხოვრებელი სახლებია, შემდეგ მოდის კომერციული ფართები და მიწის ნაკვეთები. უნდა აღინიშნოს, რომ მიწის ნაკვეთებზე ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გაიზარდა მოთხოვნა, რასაც სპეციალისტები კორონავირუსით გამოწვეულ დისტანცირებულ ცხოვრების წესს უკავშირებენ. მოთხოვნა გაზრდილია თბილისის შემოგარენში არსებულ სააგარაკე მიწის ნაკვეთებზე, ხოლო სამშენებლო მიზნებისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთების შეძენა ჯერჯერობით არ გააქტიურებულა, რადგან დეველოპერული სექტორი ჯერ კიდევ დაკვირვების პროცესშია მოვლენების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით.

რა ღირს უძრავი ქონება საზღვარგარეთ

საინტერესოა, როგორი ვითარებაა უძრავი ქონების ბაზარზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნაში. საქართველოსგან განსხვავებით პანდემიამ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ვერ შეარყია ამერიკაში, განსხვავებული ვითარებაა ევროპაში. ზოგიერთ ქვეყანაში მოთხოვნის ზრდა შეინიშნება, ზოგგან პირიქით ფასები ეცემა. მაგალითად, გერმანიაში მოთხოვნის ზრდა დაფიქსრიდა, ბერლინის ახალ ბინებში 1 კვ. მ.-ს ღირებულება 6800 ევრომდეა გაზრდილი, ხოლო მეორად ბაზარზე  5000 ევრომდე. სამაგიეროდ, ესპანეთის უძრავი ქონების ბაზარს საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა პანდემიამ, ივნისში 1 კვ.მ ღირებულება 1730 ევრო იყო, 2020 წლის ბოლოს კი 1391 ევრომდე ჩამოვიდა. თუ განვითარებად ქვეყნებს გადავხედავთ, მაშინ უნდა ითქვას, რომ ბულგარეთში საშუალო დონის უძრავი ქონების მიახლოებითი ფასი 60,000 დოლარია, ლიტვაში – 40,000 დოლარი, კვიპროსში, კერძოდ ლარნაკაში, სტუდიოს ტიპის ერთსაძინებლიან საცხოვრებელის ფასი საშუალოდ 30,000 დოლარია, თუმცა სანაპიროსთან ახლოს მდებარე აპარტამენტის ფასი – 80,000 დოლარამდე ადის.

უძრავი ქონების ფასი საქართველოში

საქართველოში უძრავი ქონების ფასები  სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით იცვლება, მაგალითად, ცენტრალურ უბნებში  ერთსაძინებლიან გარემონტებულ ბინას 200 000 – 232 000 ლარის ფარგლებში შეიძენთ, გარეუბნებში – გლდანი, ვარკეთილი ამავე ფართის ბინას 100 000 – 13 000 ლარი დასჭირდება. რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, თბილისში 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება მთაწმინდა – სოლოლაკის მიმდებარედ 330 000-335 000 ლარადაა შესაძლებელი, საბურთალოზე – 250 00 – 260 00 ლარის ფარგლებში, დიდ დიღომში – 190 000 – 200 00 ლარად.

როგორ მოვძებნოთ უძრავი ქონება?

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უძრავი ქონების ძიების სხვადასხვა გზა, კომფორტული და საიმედო მეგზური ამ საქმეში უძრავი ქონების ყველაზე დიდი პლატფორმა area.ge გახლავთ. არეა მზადაა დაეხმაროს  მაძიებელს ნებისმიერი ტიპის უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესში, განცხადებების რაოდენობა და მრავალფეროვნება იძლევა შესაძლებლობას, იპოვოთ, რასაც გულით ეძებთ – ეს იქნება საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთი, კომერციული ფართი, თუ სხვა. საიტის მარტივი ფუნქციონალის მეშვეობით შეგიძლიათ, გაფილტროთ მახასიათებლები თქვენთვის საინტერესო კატეგორიის მიხედვით  და ძალიან მარტივად გადაავლოთ თვალი წარმოდგენილ განცხადებებს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად განცხადებას მითითებული აქვს მესაკუთრის, თუ დეველოპერის საკონტაქტო  ნომერი, იმისთვის, რომ დაამყაროთ კომუნიკაცია და მიიღოთ პასუხები, თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე. არეა -საიმედო მეგზური უძრავი ქონების მაძიებელთათვის.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g