LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად გაახალგაზრდავდა რეპროდუქციული ასაკი – სილამაზის აკადემია

108
ნინო-მუსერიძე

რამდენად გაახალგაზრდავდა რეპროდუქციული ასაკი – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ქართულ-გერმანული რეპროდუქციული კლინიკის დირექტორმა ნინო მუსერიძემ ისაუბრა.

რამდენად გაახალგაზრდავდა რეპროდუქციული ასაკი?

დღევანდელ დღეს, როცა ვსაუბრობთ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე უდიდესი პროცესი და ნახტომია, საკმაოდ ახალი სფეროა, პირველი ბავშვი სულ 45 წლისა და ამ ბავშვსაც უკვე თავისი შვილი ჰყავს. 

30 წელი ხანდაზმულ მშობიარედ ითვლება, მაშინაც კი როცა მენოპაუზა აქვს ქალს დღეს შეუძლია შვილი გააჩინოს 58 წლის ასაკშიც. ბევრმა ადამიანმა გაიგო, რომ ეს მასალა მათი ბუნებრივი მასალა. 

დიდი პროგრესი მოიტანა კვერცხუჯრედის გაყინვის თემამ. ანუ შეგიძლია გადაავადო დედობა. ანტიმიულერის ჰორმონი, რომელიც შვილოსნობის ვადებზეა პასუხისმგებელი, იცვლება დროსთან ერთად და ეს უნდა ვიცოდეთ.

რაც ეხება კვერცხუჯრედის გაყინვას…

სასურველია ახალგაზრდა ასაკში 35 წლამდე  გავყინოთ კვერცხუჯრედი. 35 პლუსიდან ითვლება, რომ ქალის ორგანიზმში ცვლილებები იწყება, ჩვენი ბიოლოგიური ასაკი და საკვერცხის რესურსი რადიკალურად ქვევით იწევს. 40 წლის მერე ყოველი თვე შეგიძლიათ წლად ჩათვალოთ. ვიღაცასთან ეს ასაკი ძალიან მალე მცირდება, ვიღაცასთან არა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები