სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ახალშემოსულ ხილსა და ბოსტნეულს ამოწმებენ. პესტიციდების ნარჩენების კვლევის მიზნით, დედაქალაქსა და რეგიონებში, სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულია ადგილობრივი და იმპორტირებული სურსათის ნიმუშები, რომლებიც კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიას გადაეცა.
შემოწმდა კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ხახვი, ნიორი, ახალი კარტოფილი, სტაფილო, კომბოსტო, მარწყვი. გამოკვლეული ხილ-ბოსტნეულიდან პესტიციდების ნარჩენების ნორმასთან შეუსაბამობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა.
თბილისში სურსათი ამოიღეს “აგროჰაბის”, “გუდვილის” და შპს “იბერიას” სავაჭრო ქსელიდან. რეგიონებიდან შემოწმდა მცხეთა-მთიანეთის ასევე, კახეთისა და ქვემო ქართლის სასურსათო მაღაზიები.
სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდების ნარჩენების კვლევას ხილსა და ბოსტნეულში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ატარებს.
იხილეთ კვლევის შედეგები ვრცლად თანდართულ ფაილში – პესტიციდებზე კვლევის შედეგი