LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად ხელსაყრელია ბინის ყიდვა შემოდგომაზე?

860
715x400 b1

ზოგადად მიიჩნევა, რომ ზაფხული, აღდგომა და ახალი წელი საუკეთესო პერიოდია უძრავი ქონების ყიდვა- გაყიდვისთვის, ამ დროს მრავლადაა ფასდაკლებები, რომელსაც კომპანიები ძირითადად დიდ დღესასწაულებთან დაკავშირებით აკეთებენ ხოლმე და შესაბამისად, ბინის ყიდვაც უფრო ხელსაყრელი პირობებითაა შესაძლებელი.

ამ მიდგომის მიხედვით შემოდგომა შედარებით პასიურ პერიოდად ითვლება, სპეციალური შეთავაზებები და აქციებიც ნაკლებადაა, საზოგადოება ახალი სასწავლო თუ სამუშაო წლის დაწყება – დაგეგმვაზეა გადართული. თითქოს უძრავი ქონების აგენტები თუ მესაკუთრეებიც მოდუნებულები არიან აქტიური სეზონის შემდეგ, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი დადებითი მხარეც აქვს.

შემოდგომით სახლებზე კონკურენცია დაბალია, თუ იპოვით თქვენს სურვილებსა და ბიუჯეტზე მორგებულ სახლს, ნაკლებია იმის შანსი, რომ სხვამ დაგასწროთ ყიდვა. გარდა ამისა, ეს დრო გაცილებით უფრო მომგებიანია მოლაპარაკებების თქვენს სასარგებლოდ დასასრულებად, ვიდრე გაყიდვების აქტიური სეზონი.

მესაკუთრეები, ან დეველოპერული კომპანიები, რომლებმაც გაზაფხულ-ზაფხულში უკვე წარადგინეს უძრავი ქონების პლატფორმაზე ბინები, მაგრამ „ცხელი სეზონი“ პასიურად გაატარეს და ვერ გაყიდეს სასურველ ფასად, მზად არიან ფასის დაკლებაზე და მოლაპარაკებებზე წამოსასვლელად. ვინაიდან ამ პერიოდში მყიდველი უფრო ნაკლებია, მესაკუთრეები ხშირად მიდიან დათმობაზე და თანხმდებიან შედარებით დაბალ ფასს, რაც რეალურად უფრო მომგებიანია, ვიდრე აქტიურ სეზონამდე კიდევ რამდენიმეთვიანი ლოდინი.

შემოდგომას მოჰყვება წლის ბოლო, ამ პერიოდში, როგორც წესი ყველას სურს, ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე, კერძო მესაკუთრეები ორიენტირებულები არიან გაყიდონ და დაასრულონ მოლაპარაკებები წლის ბოლომდე, კომპანიები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი გაყიდვები ჰქონდეთ მიმდინარე წელს, შემოდგომა კი ამ ჩანაფიქრების მიმდინარე წელს  სისრულეში მოყვანის ბოლო შანსია.

შეარჩიეთ ბინები area.ge-ზე

რადგან ზემოთ განვიხილეთ, რომ შემოდგომა არც თუ ისე ცუდი პერიოდია უძრავი ქონების შესაძენად, აქვე უნდა აღინიშნოს, თუ სად და როგორ მოძებნოთ სასურველი ქონება. ამისთვის საუკეთესო სივრცე უძრავი ქონების ყველაზე დიდი პლატფორმა area.ge გახლავთ.

ათიათასობით განცხადება, ქონების რეალური ფოტოები და დეტალურად გადმოცემული ინფორმაცია დაგეხმარებათ ძალიან მარტივად იპოვოთ ისეთი სახლი, ბინა აგარაკი, როგორიც ჩაფიქრებული გქონდათ.

საიტზე თავმოყრილია, როგორც მეორეული ქონება ძველ აშენებულ შენობებში, ასევე ახალაშენებული და მშენებარე პროექტები.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არეა თანამშრომლობს ქართულ ბაზარზე არსებულ თითქმის ყველა დეველოპერულ კომპანიასთან, რაც დამატებით სარგებელს აძლევს არეას მომხმარებელს.

ეწვიეთ საიტს area.ge და ისარგებლეთ საუკეთესო შეთავაზებებით.

(R)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები