9 დეკემბერს, რადიო „ფორტუნამ“ და მაია მამულაშვილის გადაცემამ „ბიზნეს-ნიუსმა“ კომპანია „ტექნო კრედიტის“ დირექტორს გიორგი თავაძეს უმასპინძლა.
– ბატონო გიორგი, რამდენი ხანია ოპერირებს თქვენი კომპანია ქართულ ბაზარზე და კონკრეტულად რას სთავაზობთ მომხმარებელს?
– კომპანია „ტექნო კრედიტი“ წელიწადნახევრის წინ შეიქმნა და მეტად წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ჩვენ საკმაოდ მცირე დროში მოვახერხეთ ორი ნოვაციის – „აიფონი ტარების უფლებით“ და „ყველა კომპანიის სესხი ერთ სივრცეში“ დანერგვა. „აიფონი ტარების უფლებით“ – უკვე არსებული პროდუქტია, თუმცა ჩვენ სესხს მხოლოდ ყუთის უზრუნველყოფით გავცემთ. „ყველა კომპანიის სესხი ერთ სივრცეში“ კი, ავტო-ტრანსპორტით უზრუნველყოფილი სესხის შეცვლილი პირობაა, რომელიც მომხმარებელს ექვს წამყვან კომპანიას სთავაზობს ერთ სივრცეში.
– რითი განსხვავდება თქვენი ნოვაცია სხვა კომპანიების შეთავაზებებისგან და უშუალოდ როგორ ხდება სესხის გაცემა?
– „აიფონი ტარების უფლებით“ საკმაოდ პოპულარული მომსახურებაა – ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს ჩვენთან, წარმოადგინოს აიფონი თავისი ყუთით და მიიღოს სესხი. ჩვენ მხოლოდ ყუთს ვიტოვებთ, აიფონი კი, მფლობელს რჩება შეუზღუდავი სარგებლობით. „ყველა კომპანიის სესხი ერთ სივრცეში“ – საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებაა მომსახურებაში, ავტო-სესხების ბაზარზე. ჩვენთან მოსვლით მომხმარებელი მნიშვნელოვნად დაზოგავს როგორც დროს, ისე ფულს და ენერგიას, რადგან შეძლებს ექვსი კომპანიის არა მარტო პირობების გაგებას, რამედ სესხის დამტკიცებასაც, ანუ მომხმარებელი ერთი მოსვლით, სულ რაღაც 15 წუთში გაეცნობა ექვსი კომპანიის პირობას და შეარჩევს მისთვის სასურველს, ჩვენ კი, სწრაფად დავუმტკიცებთ სესხს.
– ზოგადად, რამდენად მაღალია მომხმარებლის მოთხოვნა სალომბარდე სესხზე და როგორ პასუხობს ამ მოთხოვნებს თქვენი კომპანია?
– „აიფონი ტარების უფლებით“ – იმდენად მოთხოვნადი მომსახურებაა, რომ არა კონკურენტი კომპანიები, რომლებმაც ჩვენი მომსახურების კოპირება მოახდინეს, ძალიან გაგვიჭირდება ამ მოთხოვნისთვის თავის გართმევა. რაც შეეხება „ყველა კომპანიის სესხი ერთ სივრცეში“ – ეს მომსახურებაც საკმაოდ პოპულულარულია, უბრალოდ ჩვენ სულ რაღაც ერთი თვის წინ დავნერგეთ მსგავსი სერვისი და ჯერ ვერ მოვახერხეთ მომხმარებლისთვის მისი სრულად გაცნობა. თუმცა, მაინც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია, რადგან სხვადასხვა კომპანიაში მისვლა და ხშირ შემთხვევაში უკან უარით წამოსვლა, საკმაოდ მოუხერხებელია მომხმარებლისთვის. „ტექნო კრედიტში“ კი, როგორც უკვე ავღნიშნე ბაზარზე ლიდერი კომპანიები არიან გაერთიანებული, ჩვენ მათი ოფიციალური დილერები ვართ და თავისუფლად შეგვიძლია მათი პირობების გაცნობა და სესხის დამტკიცება.
– საახალწლოდ რა სიახლეებს და აქციებს ჰპირდებით მომხმარებელს?
– ორშაბათს ჩვენი ახალი ფილიალი გაიხსნება ვარკეთილში, 15 დეკემბრიდან კი, აქციას ვაწყობთ და ჩვენთან დარეგისტრირებულ ყველა მომხმარებელს საგზურის მოგების შანსს ვაძლევთ, თუმცა სად – ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ.
– სამომავლოდ, რა გეგმები აქვს თქვენს კომპანიას?
– ზოგადად, კომპანიას საკმაოდ სერიოზული ამბიციები აქვს. ჩვენი აზრით, სესხის გაცემის სისტემა ზედმეტად დამძიმებულია ბიუროკრატიით, ამიტომ გვინდა მაქსიმალურად გავამტრივოთ და ჩვენი პროდუქტი ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. 2017 წელს რამდენიმე ნოვაციის დანერგვას კიდევ ვაპირებთ და დარწმუნებული ვარ, დამდეგი წელი მეტად საინტერესო იქნება ჩვენი მომხმარებლისთვის.
გადაცემის ჩანაწერი