LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად მნიშვნელოვანია პროცედურის წინ პაციენტის ფსიქოლოგიური მზაობა – სილამაზის აკადემია

22
ნინო-გოგიბერიძე

რამდენად მნიშვნელოვანია პროცედურის წინ პაციენტის ფსიქოლოგიური მზაობა – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ კარაპს მედლაინის დერმატოლოგმა, კოსმეტოლოგმა ნინო გოგიბერიძემ ისაუბრა.

მე ყოველთვის ვაძლევ სარკეს პაციენტს და ვეკითხები რა აწუხებს მას. ბევრჯერ გვქონია შემთხვევა როცა მე სულ სხვა პრობლემას ვხედავ, თუმცა პაციენტს სხვა რამის გაკეთება სურს. მაგალითად, მქონდა შემთხვევა პაციენტი მოვიდა ბოტოქსის გასაკეთებლად, თუმცა ჰქონდა გამონაყარი. მაგრამ ეს გამონაყარი არ აწუხებდა. ჩვენ არ უნდა  დაგვავიწყდეს რომ ვართ ექიმები. ბევრ პაციენტს ვხედავ სოციალური ქსელებში, რომ არიან კმაყოფილები იმ პროცედურებით, რაც მე შევთავაზე, ბევრს უთქვამს მადლობა ფსიქოლოგიური დახმარებისთვის.

არიან პაციენტები, რომლებიც სხვებისთვის იცვლებიან, მაგალითად პარტნიორისთვის… ამ დროს რა ხდება?

ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევა და გამიშვია უარით. პაციენტს უნდა ავუხსნათ, რომ თუ გაიკეთებს ფილერით ტუჩებს, ეს არ ნიშნავს, რომ გათხოვდება ან მოიზიდავს მამაკაცს. ამიტომ ამაზე  აუცილებლად უნდა ვესაუბრეთ.

საერთაშორისო პრაქტიკებში არის მიღებული, რომ კოსმეტოლოგი მუშაობს ფსიქოლოგთან ერთად. მე გავლილი მაქვს სამედიცინო უნივერსიტეტში ფსიქოლოგია. ჩემი აზრით, ფსიქოლოგის ჩართულობა აუცილებელია, რადგან თუ თავდაჯერებულია პაციენტი, მით უფრო კარგად იცის, რეალურად რის გაკეთება სურს.

უნდა ატარებდეს თუ არა ინექციურ პროცედურას პროფესიით ექიმი?

ჩემი აზრით, ინექციურ პროცედურას უნდა ატარებდნენ ექიმის დიპლომით მქონე სპეციალისტები. უნდა ვიცოდეთ ძალიან კარგად ანატომია. მივესალმები, რომ უახლოეს მომავალში ამასთან დაკავშირებით რეგულაციები შემოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები