LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენად საშიში შეიძლება იყოს ნათქვამი სიტყვა და რამხელა ზემოქმედებას შეიძლება ახდენდეს ადამიანზე“ – ანზორ ოდიშარია.

73
anzor-odisharia

18 მაისს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემის „გზაჯვარედინი“ მთავარი თემა სიტყვის ძალა გახლდათ. რადიოს მსმენელმა გაიგო, რა გავლენა და ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს ნათქვამს ფრაზებს.

 ანზორ ოდიშარია: დღეს მინდა სიტყვების ძალაზე გესაუბროთ და გითხრათ, რამდენად საშიში შეიძლება იყოს უბრალოდ ნათქვამი სიტყვა და რამხელა ზემოქმედებას შეიძლება ახდენდეს ადამიანზე.

როდესაც ბავშვი ავად არის, მშობელი ხშირად ამბობს „ოღონდ ეს იყოს კარგად და სხვა არაფერი მინდა“. ასეთი მიმართვები არასწორია, ეს სურვილი ასრულდება, მაგრამ სამყარო აუცილებლად მოითხოვს დაწესებულ გადასახადს და მას ნამდვილად აღარაფერი ექნება. უფრო სწორი იქნება თუ იტყვით: „ყველა ის ძალა, რომელსაც საშუალება აქვს, რომ ჩემს შვილს გამოჯანმრთელებაში დაეხმაროს, წინაპრები, ახლობლები, ანგელოზები, დაე დაეხმარონ და გამოაჯანმრთელონ.“ სურვილის ასასრულებლად ყველაფერი კი არ უნდა გასცეთ, პირიქით, ყველაფერი, ყველა ის ძალა უნდა მოიზიდოთ, რაც ამ სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ.

მოსწავლეები ხშირად ამბობენ „ოღონდ ეს გამოცდა ჩავაბარო და აღარაფერი მინდა“ ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება, იღებთ გარკვეულ წარმატებას, მაგრამ მომავალში ეს უკვე აღარ გაჭრის, ერთხელ მიიღებთ წარმატებას და შემდეგ ყველაფერს წაგართმევენ. უმჯობესია თუ იტყვით „ყველა სასიცოცხლო ენერგია, ჩემი ბიოლოგიური ძალები მოტივირდეს, რომ მე გამოცდა ჩავაბარო“.

დაუკვირდით თქვენს აზრებს, რას რაში ცვლით. როცა ყველაფერს რაღაცაში ცვლით, ეს ძალიან არასერიოზული დამოკიდებულებაა. სამყაროში უფასოდ არაფერს ვიღებთ, ყველა ჩვენი ნიჭი, უნარი, ძალიან დიდი შრომის, ჩვენი წინა ცხოვრებების, აწმყოსი და საგვარეულოს დამსახურებაა, ამიტომ ამ ყველაფერს შენარჩუნება და დაცვა სჭირდება. როცა რაღაცის გამო შენ ცვლი იმ რესურსებს, რაც გაგაჩნია, შენს თავს გარკვეულ შესაძლებლობებს ართმევ.

როცა პანაშვიდზე მივდივართ, ხშირად ვამბობთ სიტყვას „ვიზიარებ“ და ამით ვიზიარებთ მწუხარებას. თუ გინდათ, რომ გაიზიაროთ გაიზიარეთ, მაგრამ უმჯობესია თუ იტყვით „გისამძიმრებთ“ ან იტყვით სხვა დამამშვიდებელ, გამაძლიერებელ სიტყვებს, რომელიც ანუგეშებს ადამიანს, მაგრამ არ მოხდება გაზიარება.

ადამიანები ხშირად ამბობენ, „არ მესმის, ეს როგორ გააკეთა“, „ეს როგორ მოხდა“, „ ეს როგორ დაემართა“ და ა.შ. როცა სამყაროს ეუბნებით, რომ თქვენ რაღაც არ იცით და აფიქსირებთ, რომ რაღაც ცოდნის მიღება გსურთ და არ გყოფნით თქვენი გამოცდილება, რაღაცის გასაგებად, მაშინ სამყარო სხვის ცუდ გამოცდილებას დაგიბრუნებთ, დაგიბრუნდებათ მსგავსი სიტუაცია, ამიტომ აკონტროლეთ თქვენი სიტყვები.

არასწორია, როცა ადამიანი ამბობს, ფული არ მაქვს. უმჯობესია თუ იტყვით საკმარისი არ მაქვს, რადგან გამოდის, რომ რაც გაქვთ, იმას ვერ ხედავთ და ვერ აფასებთ.

მეგობრებმა ხშირად იციან  თქმა: „შენ არ გესმის ჩემი ტკივილი“, „ვერ ხვდები როგორ დღეში ვარ“, ამ დროსაც ხდება გაზიარება და ესეც მოქმედებს ბედის ხაზებზე. თქვენ უნდა დაბლოკოთ ეს ენერგია, უნდა თქვათ, რომ არ გაინტერესებთ.

აგვისტოში დაბადებულ ბავშვებს არ შეიძლება უთხრათ, რომ რაღაც არ აქვთ, რაღაცა მათზე დახარჯეთ, ბევრი გააკეთეთ მისთვის და მათ ეს ვერ აღიქვეს, ვერ დააფასეს, რადგან ეს მათ კარმაზე ძალიან მოქმედებს. ასეთი რამის თქმა მაისში დაბადებული ბავშვებისთვისაც არ შეიძლება, ეს მათ ფსიქიკაზე და ბედისწერაზე პირდაპირ მოქმედებს.

თუ თქვენ გსურთ, რომ თქვენი პარტნიორი ბედნიერი იყოს, არ დააზიანოთ ის, არ მიაყენოთ შეურაცხყოფა, არ დააკნინოთ და არ ჩაერიოთ მის კარმაში. უმჯობესია პოზიტიურად მიმართოთ და ხშირად უთხრათ კომპლიმენტები. საჭიროა კომუნიკაციის სწორი, ისეთი ფორმა, რომელიც მას გააძლიერებს.

შეგიძლიათ სახლში ან ნებისმიერ ადგილას გააკრათ კონკრეტული შემახსენებლები,  წარწერები, მაგალითად, „მე ბედნიერი ვარ“, „მე საკუთარი თავი მიყვარს“ და ა.შ. რაც უფრო მეტი შემახსენებელი გექნებათ ირგვლივ, ადრე თუ გვიან აუცილებლად ასრულდება ეს ყველაფერი. თუ საკუთარ სიტყვებს, აზრებს, გონებას, მოქმედებას და ა.შ. სწორად მომართავთ, საკუთარ თავში დიდ ძალას იგრძნობთ. 9 თვის მანძილზე ამ ყველაფრის შესრულება, ცხოვრებას საოცრად და მნიშვნელოვნად ცვლის. მთავარია სურვილი და მიზანი იმის, რომ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია იყოთ.

ბევრ ადამიანს ახასიათებს წყევლა, ლანძღვა და ა.შ. ხშირად ამბობენ, რომ ეს წყევლა და ცუდი სურვილები არ მიდის სხვა პიროვნებამდე და თავად უბრუნდება იმ ადამიანს. რამდენად სწორია ეს მოსაზრება?

თუ თქვენ ადამიანი გწყევლით და გისურვებთ საშინელებებს, ეს სიტყვები მოქმედებს, არ აქვს მნიშვნელობა ამას გულით ამბობს თუ ზედაპირულად. გვინდა თუ არა, სიტყვას აქვს ძალა და კიდევ უფრო დიდი ძალა აქვს, ემოციურად გაძლიერებულ და კონკრეტულად მიმართულ ფრაზას. პირველი და უმნიშვნელოვანესია შეწინააღმდეგება. როცა ვინმე გწყევლით, ამაზე თვალი არ უნდა დახუჭოთ და უბრალოდ არ უნდა გაერიდოთ. ამ დროს უნდა გავცეთ პასუხი, ვუთხრათ, რომ შეწყვიტოს, რადგან დაუშვებელია ეს ყველაფერი და თავადვე დაუბრუნდება უკან. სასურველი ამ ყველაფრის დაბლოკვა, არ მიღება. უმჯობესია თუ გვექნება დამცავი თილისმები.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

“გზაჯვარედინი”. მეთორთმეტე გადაცემა – ანზორ ოდიშარიასა და თაკო მელიქიშვილთან ერთად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g