რამდენად საშიშია ინტერნეტზე დამოკიდებულება და რა იწვევს ინტერნეტდამოკიდებულებას – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მარი გოგიაშვილმა ისაუბრა.
რამდენად საშიშია ეკრანზე დამოკიდებულება?
თანამედროვე ცხოვრებაში ტექნიკის გამოყენება ყოველდღიურობას წარმოადგენს, მაგრამ ამავდროულად იგი შეიძლება ცხოვრების შეზღუდვის მიზეზი გახდეს. ეკრანზე დამოკიდებულება ადიქტიური დაავადებაა ის თავისი არსით იზიარებს სხვა ადიქტიურ (დამოკიდებულების ) დაავადებების პათოგენეზს, როგორიცაა მაგ: ალკოჰოლიზმი და ნარკომანია .
ალკოჰოლიზმის შემთხვევაში დამოკიდებულება ვითარდება ნივთიერების მიმართ ამ შემთხვევაში დამოკიდებულება ვითარდება ქმედების და ქცევის მიმართა. ყველაფრის საფუძველი გახლავთ სიამოვნება.

რა იწვევს ინტერნეტდამოკიდებულებას?
ინტერნეტ დამოკიდებულებას იწვევს თავად ვირტუალური სამყარო, მიუხედავად იმისა რა საქმიანობას ახორციელებს ადამიანი ამ სივრცეში. ეს სივრცე იწვევს დამოკიდებულებას. ,ეს არის ინტერნეტის გადაჭარბებული მოხმარება და მის რაციონალურ გამოყენებაზე კონტროლის დაკარგვა.
ეკრანის ხშირი მოხმარებისას მოზარდებში შეიმჩნევა განწყობისა და ქცევის უეცარი ცვლილება, ანტისოციალური ქცევა სკოლაში,სახლში სამეგობრო წრეში. ბავშვი ხშირად გაღიზიანებულია, აგრესიული, აწუხებს უძილობა, ყურადღების გაფანტულობა.
პრობლემები ექმნებათ მოკლევადიან მეხსიერებასთან, ხშირია თვალთან დაკავშირებული პრობლემები.
2011 წელს ინდიანას უნივერსიტეტში ჩატარდა ექსპერიმენტი: აკვირდებოდნენ მოზარდს, რომელიც გატაცებული იყო ძალადობრივი ვიდეო თამაშებით, თავის ტვინზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, ისეთივე ცვლილებები შუბლის წილში, როგორსაც თავის ტვინი განიცდის ნარკოტიკზე დამოკიდებულებისას.

პუბერტატში მყოფ ადამიანს,რომელიც ჯერ არ არის სათანადოდ ჩამოყალიბებული, შესაძლოა არასწორი დამოკიდებულებები და მოლოდინები შეექმნას რიგ საკითხებზე.
მოზარდობის ასაკში თანატოლი ავტორიტეტია, ვიდრე ხშირ შემთხვევაში ოჯახის წევრი. ამიტომ წახალისებული „პოპულარული ქცევა“, „თამაში“ რაც არ უნდა სახიფათო იყოს, მოზარდისთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს და უჭირს რისკების შეფასება, რაც შესაძლოა სავალალო შედეგით დასრულდეს.
ამ საუკუნეში წარმოუდგენელია ინტერნეტის გარეშე ყოფნა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა სახის ინფორმაციას იღებს მოზარდი ინტერნეტიდან ,რას თამაშობს და რა ხანგრძლივობით იყენებს ინტერნეტს.
მშობელს გააზრებული უნდა ჰქონდეს ურთიერთობის მნიშვნელობა ფიზიკურად მენტალურად და იყვნენ შვილთან ურთიერთობაში.
უნდა მოიძიონ ინფორმაცია ციფრული წიგნიერებასა და სასარგებლო რესურსებზე, რასაც შესთავაზებენ შვილებს და ჩაერთვებიან მათთან ერთად. მოზარდმა უნდა შეძლოს კიბერბულინგის ამოცნობა და მასზე რეაგირების სწორი ნაბიჯების ცოდნა. უნდა შეძლოს და გახდეს ტექნოლოგიის გამომყენებლი და არა პირიქით.