LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად სწორად ვახერხებთ დასვენებას – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

311
თეა-ცომაია

რამდენად სწორად ვახერხებთ დასვენებას – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა თეა ცომაიამ ისაუბრა. 

რატომ გვჭირდება დასვენება? 

თანამედროვე ცხოვრების ტემპი საკმაოდ სტრესული და ქაოტურია.

მთელი წლის განმავლობაში გადაღლილები ვნატრობთ დასვენებას, თუმცა რამდენად ვახერხებთ ამას? დასვენება როგორც ფიზიკური ასევე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გვჭირდება.

პირველ რიგში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რისგან გვინდა დასვენება, რით ვიღლებით. აქ შეიძლება ბევრი ფაქტორი იყოს, მაგ: 1) ყოველდღიური რუტინა, 2)პასუხისმგებლობები, 3) ყოველდღიური ვალდებულებები 4) გადამეტებული ფიქრები, 5) ეჭვი 6) შიში 7) სიყვარულის ნაკლებობა 9) იმედგაცრუება და უამრავი ნეგატიური ინფორმაციის მიღება. ეს ძალიან დამღლელია ადამიანისთვის.

ასევე ჩვენ ვიღლებით ჩვენი შინაგანი მდგომარეობით, შინაგანი კონფლიქტებით, ჩვენი განწყობით და ჩვენივე უარყოფითი ფიქრებით. იმისათვის, რომ ნაკლები დაღლა იყოს, ყველამ ვიცით რომ სასურველია დადებითი განწყობის შექმნა, თუმცა როგორ, როდესაც საკუთარ თავს ყოველდღიურად უფრო მეტ მუშაობას ვთხოვთ. 

რა მოიაზრება დასვენებაში? 

დასვენებაში მხოლოდ ფიზიკური არ მოიაზრება. კარგად ვიცით რომ ყველაფერი გონებიდან მოდის. ამიტომ სასურველია პირველ რიგში გონების დასვენებაზე ვიზრუნოთ.

1) პირველი ნაბიჯი – საკუთარ თავზე ზრუნვაა. მაგალითად თუ ჩვენ ვერ ვწყვეტთ ფიქრს სამსახურიდან დაღლილი სახლშიც სამსახურზე გვეფიქრება, შევეცადოთ მივცეთ თავს იმის უფლება, რომ გონება დავასვენოთ ამისგან. გადავდოთ დროებით ის საქმე და ვაკეთოთ ის, რაც იმ წუთას განსატვირთად გვჭირდება. ამით მივცეთ ჩვენს თავს გონების დასვენების შესაძლებლობა. ვისწავლოთ დროისა და პასუხისმგებლობის გადანაწილება. ხშირად ისე ხდება რომ დასასვენებლად მივდივართ მაგრამ დასვენებას ვერ ვგრძნობთ. ასეთ დროს გონება არ ისვენებს და ისევ დაღლილები ჩამოვდივართ. ასეთ დროს სასურველია გონების განტვირთვა ანუ ვიცხოვროთ დღევანდელი დღით – აქ და ახლა.

2) რა იწვევს დაღლას? ზრდასრული ადამიანები ძირითადად უნდას პრინციპით ვცხოვრობთ, თუმცა როგორც მე მინდა, ისე ყველაფერი არ არის. ეს ასოცირდება უფრო ინფანტილურ ასაკთან, ბუპერტატთან. მარტო უნდას პრინციპით ცხოვრება ძალიან დამთრგუნველია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უნდა და მინდას პრინციპი. მაგალითად: ადამიანი, რომელიც მოდის თერაპიაზე მსგავსი პრობლემით, ჩვენ ვურჩევთ მას სუფთა ჰაერზე სეირნობას, წყალთან შეხებას, ფიზიკურ აქტივობას. ამიტომ სასურველია შევეცადოთ ვიყოთ საკუთარ თავთან ჰარმონიაში და არ დაველოდოთ რაიმე განსაკუთრებულ სიტუაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები