LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რამდენი ადამიანია ახლა სრულ პანიკაში“ – ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 000 ვაქცინის გამოყენებას სოცქსელში ეხმაურებიან

68

„იმუნიზაციის პროგრამით, სავარაუდოდ, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 29 ათასი ვაქცინა გაიხარჯა“  – ამის შესახებ www.bm.ge წერს. მათი ცნობით, სახელმწიფო აუდიტი ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმუნიზაციის პროგრამის შემოწმებას გეგმავს.

“შეძენილია პრეპარატი, რომელმაც კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაცია ვერ გაიარა და შესაბამისად, საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლება არ ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ბაზარზე დაშვების უფლება მოპოვებულია კომისიის გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად კომისიის მიერ ხარისხის დადასტურება ეფუძნება მინიმალურ სტანდარტებს”,-ნათქვამია აუდიტის სამსახურის 2018 წლის სამუშაო გეგმის გრაფიკში.

სოციალურ ქსელში ამ ინფორმაციამ აღშფოთება გამოიწვია. უამრავი პოსტი ეხება ამ თემას. თემაზე წერენ ცნობილი ადამიანებიც.

ნინია კაკაბაძე:

„რომელ ვაქცინაზეა ლაპარაკი საიდან უნდა გავიგო??? ნიკო აცრილი მყავს 2016-შიც და 2017-შიც!!! როგორ უნდა გავიგო ვაქცინის სახელი???!!! ჯანდაცვის სამინისტრო Ministry Of Labour,Health&Social Affairs Of Georgia !!!!!!!“

ზურაბ ჯაფარიძე:

„იმუნიჟაჩია სავალდებულო უნდა იყოს“ ხალხისთვის…“

სალომე ასათიანი:

„მომხდარი ხომ ერთი უბედურებაა, და ინფორმაციის ასე უპასუხისმგებლოდ გავრცელება მეორე. როგორ შეიძლება ეს. მაინც რომელი იყო ეს „კონკრეტული ვაქცინა“, სად და როდის გამოიყენეს და რა საფრთხეებზეა ლაპარაკი, ხომ უნდა გვითხრან. რამდენი ადამიანია ახლა სრულ პანიკაში!“

ნანუკა ჟორჟოლიანი:

„მარიამს მხოლოდ რამდენიმე სავალდებულო აცრა აქვს გაკეთებული. საბასაც. და დიდი ხანია აღარ ამიცრავს. ოჯახში სულ კამათია ამ თემაზე და ახლა მგონია, რომ სწორია უარის თქმა აცრებზე. თუ ეპიდემიურ ვირუსზე არ იცრება ბუნებრივია…“

ნინო ორდენიძე:

„ვის უნდა მოვთხოვოთ ამ ყველაფრის პასუხი?! ხვდებით საერთოდ, რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ?!“

 

 

საქართველოში 29 ათას 222 დოზა მოხმარებიდან ამოსაღები ვაქცინა გაიხარჯა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g