LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი iPhone გაიყიდა ბოლო 10 წლის მანძილზე?

155

წლების მანძილზე, კომპანია Apple რეგულარულად ამაყობს თავისი სმარტფონების რეკორდული გაყიდვების მაჩვენებლით. ამის ფონზე კი ისმის ლოგიკური კითხვა: რამდენი iPhone გაყიდა Apple-მა ბოლო 10 წლის მანძილზე?

ტექნო-გიგანტის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ კუკმა მსოფლიოს ეს რიცხვი გაუმხილა – როგორც აღმოჩნდა, ამ დროის განმავლობაში მსოფლიოში 1,2 მილიარდი iPhone გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, კუკის ცნობით, მათი სმარტფონების გაყიდვების მაჩვენებელი მილიარდი მოწყობილობა იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში 200 მილიონი iPhone გაიყიდა.

კომპანიის უახლეს ფინანსურ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სმარტფონების გაყიდვებმა 1,5%-ოთ მოიმატა. ტიმ კუკისვე თქმით, iPhone 7 Plus გაცილებით კარგად გაიყიდა, ვიდრე iPhone 6s Plus გასულ წელს. iPhone 7-მა და iPhone 7 Plus-მა, საერთო ჯამში, გაყიდვების ორმაგი ზრდა აჩვენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები