LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი იშოვა ტოჩინოშინმა: ქართველი სუმოისტი ყველგანაა (ფოტო-კარიკატურა)

322

ქართული სუმოსთვის ისტორიული დღე გათენდა. ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ნაცუბო ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს 40-გზის ჩემპიონი ჰაკუჰო დაამარცხა.

ბრძოლის დაწყებამდე ადამიანები, რომლებიც დოჰიოს ბანერებით წრეს ურტყამენ – ისინი სპონსორების რეკლამას გამოფენენ.

სპონსორები კი საპრიზო თანხას, ე.წ. კენშოებს აწესებენ. 1 კენშო 60 000 იენს წარმოადგენს, რაც ქართულ ვალუტაში რომ გადავიყვანოთ, 1345 ლარი გამოდის.

ბრძოლის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ სუმოისტს კენშოებს თეთრი კონვერტით გადასცემენ.

კენშოების რაოდენობა დამოკიდებულია სპორტსმენზე. იოკუძუნები კაკარიუ და ჰაკუჰო ტოჩინოშინზე დაახლოებით 1.5-ჯერ მეტ საპრიზო თანხას იღებენ.

ტოჩინოშინმა ისტორიული ბრძოლით 43 კენშო – 57 835 ლარი გამოიმუშავა. ჯამში, ქართველს 154 კენშო აქვს გამომუშავებული – 207 130 ლარი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თანხის დიდი ნაწილი გადასახადებს, კლუბის წევრობასა და სხვადასხვა ხარჯში მიდის, რის შედეგადაც სპორტსმენს თანხის არცთუ ისე დიდი ნაწილი რჩება.

ყველაზე მეტი იოკუძუნა კაკარიუს აქვს გამომუშავებული – 264 კენშო – 355 080 ლარი. ხოლო დიდ იოკუძუნა ჰაკუჰოს მონაგარი 236 კენშოა – 317 420 ლარი.

 

 

იაპონურ პრესას რომ გადავხედოთ, სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიებს, ლევან გორგაძე, უბრალოდ, ყველგანაა.

მასზე ხატავენ კარიკატურებს, ცდილობენ სელფი გადაიღონ ან სოციალურ ქსელებში საქებარი სიტყვებით შეამკონ.

 

ლევან გორგაძე ველოსიპედით მოძრაობს. როგორც იცით, სუმოისტებს არა აქვთ მანქანის ტარების უფლება

 

ერთ-ერთი მხატვრის მიერ დახატული ლევან გორგაძის პორტრეტი

 

sportall.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g