დღესდღეობით დეზინფექცის მომსახურების სფერო ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მიმართულებაა. “ბიას” მონაცემთა ბაზაში აღნიშნული მიმართულებით, 80-მდე იურიდიული პირი ფიქსირდება, საიდანაც ფუნქციონირებადი სტატუსით სარგებლობს ორგანიზაციათა 86%. ამის შესახებ კომპანია “ბიას” წარმომადგენელმა ანა ამაშუკელმა “ბიზნესკურიერის” ეთერში ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, გასულ წელთან შედარებით კომპანიათა რიცხვი აღნიშნული მიმართულებით 23%-ით გაიზარდა.
დეზინფექცია/დეზინსექციის მომსახურეობის სფეროში კომპანიების რეგიონების მიხედვით გადანაწილება შემდეგნაირია,
ბიას ბაზაში დეზინფექცია/დეზინსექციის მომსახურეობის მიმართულებით კომპანიების წლიური ბრუნვების მიხედვით სტატისტიკაში წინა წელთან შედარებით ცვლილება არ არის და შემდეგნაირად გამოიყურება:
დღეს დღეობით დეზინფექცის მომსახურების სფეროს კომპანიებში იმპორტის განმახორციელებელი არის კომპანიათა 9%. გასულ წელთან შედარებით საგრძნობლად იკლო იმპორტმა, დაახლოებით 21%-ით შემცირდა იმპორტის განმახორცილებლების წილი ვინაიდან კომპანიებმა დაიწყეს ადგილობრივად სადეზინფექციო საშუალებების წარმოება. ძირითადად გამოყოფილი არის საიმპორტო პროდუქტის ორი მიმართულება:
სადეზინფექციო ხსნარების და აღჭურვილობის შემთხვევაში იმპორტის ყველაზე დიდი წილი მოდის შემდეგ ქვეყნებზე: