LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი საათისგან უნდა შედგებოდეს სამუშაო კვირა

95

მეცნიერებმა დაადგინეს, თუ რამდენი საათისგან უნდა შედგებოდეს სამუშაო კვირა. ამ საკითხს ავსტრალიელი სპეციალისტები იკვლევდნენ და მათი დასკვნა ჟურნალმა „Social Science”-მა გამოაქვეყნა.

აღმოჩნდა, რომ კვირის განმავლობაში შრომას 39 საათზე მეტი არ უნდა დაუთმოთ. სწორედ ესა ყველაზე ოპტიმალური დრო იმისათვის, რომ ადამიანმა ჯანმრთელობა შეინარჩუნოს და ფსიქიკური პრობლემებიც თავიდან აიცილოს.

ასეთი დასკვნა მედიკოსებმა 8 ათასამდე სხვადასხვა სფეროში დასაქმებული მოხალისის შესწავლის შემდეგ მიიღეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g