2022 წლის 10 დეკემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ ინიციატივითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, ბიზნეს დაჯილდოება „პასუხისმგებლიანი ბიზნესი 2022“ ტარდება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე ბიზნეს სუბიექტებს, ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორიდან. კონკურსის ორგანიზატორების განცხადებით, ჯილდო გადაეცემა დამსაქმებლებს, რომლებიც გამოირჩევიან ღირსეული სახელფასო პოლიტიკით და მაღალი პასუხისმგებლობით დასაქმებულების წინაშე. გამარჯვებულების გამოვლენისას, შეფასებული იქნება ორგანიზაციის ხედვა და დამოკიდებულება საკანონმდებლო დონეზე მინიმალური ხელფასის განსაზღვრის შესახებ.
ირაკლი ბუცინაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ პროექტების კოორდინატორი საუბრობს.
– რა კრიტერიუმებით შეფასდებიან ბიზნეს სუბიექტები და როგორ გამოვლინდება გამარჯვებული. როგორ ესმით ღირსეული ხელფასი და სათანადო პირობების შექმნა დასაქმებულებისთვის.
– ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს საქართველოში მინიმალური ხელფასის ხელახალი განსაზღვრისა და გაზრდის საკითხზე. ყველამ ვიცით, რომ საქართველოში მინიმალური თვიური ხელფასი არის 20 ლარი, რომელიც 1999 წელს განისაზღვრა და მას შემდეგ აღარ შეცვლილა.
კამპანიას უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ვაწარმოებთ. ვესაუბრებით საზოგადოების ყველა წევრს და დამსაქმებლებს, დასაქმებულებს და პოლიტიკოსებს. გვაქვს მაქსიმალური ინფორმაცია, რა ხდება ბაზარზე.
მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ადამიანებს უწევთ არასახარბიელო სიტუაციაში მუშაობა. არსებობენ დამსაქმებლები, რომლებიც თავს ართმევენ ამ პასუხისმგებლობას და ახერხებენ, რომ მათი თანამშრომლებისათვის ღირსეული გარემო შექმნან. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციით და მხარდაჭერით შევეცადეთ, წამახალისებელი დაჯილდოება გაგვეკეთებინა, რაც სათაურში და სახელშიც მარტივად გასაგებია- „პასუხისმგებლიანი ბიზნესი 2022“.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, ღირსეულ სახელფასო პოლიტიკა და სამართლიანი გარემო, თუ რამდენად პრობლემატურია ეს ყველაფერი. რამდენად სწორადაა გადანაწილებული ქალებზე და მამაკაცებზე თანხა. რამდენად ანაზღაურებადია ზეგანაკვეთული მუშაობა, ამ ყველაფერს შესაბამისი ჟიური გამოავლენს და გამარჯვებულებს სხვადასხვა ნომინაციებში გამოაცხადებს.
– მინიმალური ხელფასის რაოდენობა სტუდენტებთან რომ ვთქვვი, რამდენი იყო, დღეში არისო? კითხვა გაუჩნდათ. მესმის, რომ 1999 წლიდანაა ეს განსაზღვრული, რა თქმა უნდა, არავის აქვს ხელფასი 20 ლარი. იმ ფონზე, როდესაც მედიანურმა ხელფასმა( ხელზე ასაღებმა ხელფასმა) 700 ლარი შეადგინა საქსტატის ბოლო მონაცემებით, გამოდის, რომ დასაქმებულების ნახევარს, 700 ლარი და ნაკლები ხელფასი აქვს.
თქვით, რომ წლებია, ამ თემაზე მუშაობთ და საკანონმდებლო ინიციატივითაც გამოდიხართ. გინდათ, რომ შეიცვალოს მინიმალური ხელფასი. თუ გაქვთ წარმოდგენილი, რამდენი შეიძლება იყოს მინიმალური ხელფასი? ხომ არ შეიძლება, რომ იყოს განსხვაევბული სახელმწიფო სისტემაში და კერძო სექტორშიც.
– ამ საკითხის (უხეშად რომ ვთქვათ) „მიგდებულობა“ სახელისუფლო რგოლიდან, განაპირობებს პრობლემის მოუგვარებლობას. საზოგადოების ცნობიერებაშიც კი არ არსებობს მინიმალური ხელფასის ცნება.
რა თქმა უნდა, თვეში 20 ლარი არავის აქვს, მაგრამ ის, რომ ადამიანებს აქვთ საარსებო მინიმუმზე დაბალი ანაზღაურება, 200 ლარზეც მუშაობს ხალხი. ეს მიუთითებს, რომ მინიმალური ხელფასის ახალი განსაზღრა აუცილებელია.
რაც შეეხება საშუალო ხელფასს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტმა ივლისში გამოაცხადა რეკომენდაცია საკუთარი ქვეყნებისთვის, რომ თვითოეულ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი განისაზღროს, მათსავე ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის მინიმუმ 50 % -მდე.
საქართველოში რამდენად სწორად ითვლება და რამდენად რეალურია საშუალო ხელფასი, საეჭვოა, მაგრამ დაახლოებით 700 ლარი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი.
– მედიანური ხელფასი ჩვენთან 700 ლარი გამოდის საქსტატის დათვლით. შესაბამისად ამის ნახევარი შეიძლება იყოს 350 ლარი. თქვენი ოპონენტი, გეტყოდათ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს უმუშევრობა, თუ ჩვენ კომპანიას დავუწესებთ, რომ მინიმუმ ხელფასი უნდა გადაიხადოს 300 ლარი და მას ჰყავს რამდენიმე ადამიანი დასაქმებული, რომელსაც საშუალოდ სამას ლარზე ნაკლებს აძლევს, მას ვიღაცის სახლში გაწვევა მოუწევს, რომ დარჩენილებს მინიმალური ხელფასი მისცეს. მეორე პრობლემასთან უმუშევრობის ზრდასთან მივდივართ. ეს როგორ გესახებათ თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით?
როგორ უნდა მოხდეს ისე, რომ მინიმალური ხელფასის დაწესებით, უმუშევრობა არ გავზარდოთ?
– ჩვენი ორგანიზაცია ბუნებრივია ვერ იტყვის ნიშნულს, რომ სიტყვაზე 1500 ლარი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი. ჩვენ ამის უფლება არ გაგვაჩნია. ეს უნდა გააკეთოს კონკრეტულმა სამუშაო ჯგუფმა.
ჩვენი ინიციატივა იმაში მდგომარეობს, რომ ამ თემაზე შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული. ამ ჯგუფში იქნებიან ეკონომისტები, ბიზნეს სექტორი, პროფკავშირები. აბსოლუტურად ყველა წევრი უნდა გაერთიანდეს და სწორედ ის მინიმუმი უნდა შემუშავდეს, რაც რეალური იქნება და ჩვენ მიზნებსაც არ დააზიანებს.
ჩვენი მიზანი ვერ იქნება, რომ უმუშევრობა გავზარდოთ. ჩვენი მიზანია, რომ სოციალური პოლიტიკა დაიხვეწოს. ჩვენი თვითმიზანი საერთოდ არ წარმოადგენს ეკონომისტებთან ბრძოლას.
ქვეყნების მაგალითზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სადაც მინიმალური ხელფასი განისაზღვრა, იქ რამდენიმე წელიწადში ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესდა.
ადამიანს, რომელსაც 150 ლარი აქვს ხელფასი, რა უნდა გადაიხადოს? როგორ უნდა იყოს კარგი მომხმარებელი.
ხელფასი უნდა გაიზარდოს და ადამიანები უნდა იყვნენ ღირსეულად ანაზღაურებადები.
ბიზნესდაჯილდოება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ამ დაჯილდოვებაში მონაწილე ბიზნესების რაოდენობა, იმის დასტურია, რაც ისედაც ვიცოდით. სინამდვილეში საქართველოში ბიზნესსექტორი მხარს უჭერს მინიმალური ხელფასის დაწესებას.
რაც შეეხება ამ თემასთან დაპირისპირებული ეკონომისტების არგუმენტებს, რომ ადამიანებს მოუწევთ შტატების შემცირება, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ნებისმიერ შემთხვევაში იმდენადაა შემცირებული თანამშრომლობის რაოდენობა, თუნდაც მაღაზიაში, რომ 2 ადამიანს უწევს 5 ადამიანის სამუშაოს შესრულება. ერთი ადამიანიც რომ გამოაკლონ, ფილიალმა შეიძლება ვეღარ იმუშაონ.
– როგორც ვთქვით, არიან უკვე მონაწილეობის მსურველები ამ დაჯილდოებაში, რომლებიც ფიქრობენ, რომ აკმაყოფილებენ იმ კრიტერიუმებს, რომელიც გამარჯვებისთვის აუცილებელია.
რა ტიპის კომპანიები არიან კონკურსში ჩართული?
– განაცხადების მიღება დღეს სრულდება. პირველივე დღიდან იყო ძალიან მაღალი ინტერესი და დღემდე გრძელდება ამ განაცხადის შევსება. დაჯილდოება 10 დეკემბერს იქნება. ძალიან მიხარია, რომ ბიზნეს სექტორი ასე აქტიურად უჭერს მხარს ახალი მინიმალური ხელფასი განისაზღვროს.