“ქართული ოცნების” დეპუტატი ლადო კახაძე POST TV-ზე, შალვა რამიშვილის კითხვაზე, “ბევრი ხომ არ მოვუთმინეთ ნიკა მელიას”, პასუხობს, რომ მელიასთვის ბევრის მოთენის გამო უამრავმა ადამიანმა დაიმდურა.
“ვერ წარმოიდგენ, მე რა გარემოში მიწევს ყოფა, რამდენ დარტყმას ვიღებ უახლოესი ადამიანებისგან – რას ელოდებით, რატომ ალიყურს არ მოსცხებთო. ვერ ვაკავებ. რამდენი მოვიძულე, დავიმდურე…
მე ვუთხარი, კაცო, მე ექიმი ვარ, ჩემთვის მთავარია ორგანოს შენარჩუნება… ვერ ვიმეტებ, არ გამოვა, ბიძინასთან საუბრის დროსაც ზუსტად ეგ იყო – ვერ ვიმეტებო, არ შემიძლია გავიმეტოო, კოჰაბიტაციაზე იყო ლაპარაკი, შინაგანად იყო ასეთი განწყობა. მე მაშინ ვუთხარი, რომ ზეთი და წყალი არ შეერთდება, რამდენიც არ უნდა ანძრიო, ანძრიო, ანძრიო, ანჯღრიო, ანჯღრიო, ანჯღრიო თერმოსი, არ შეერევა ერთმანეთს”.- განაცხადა ლადო კახაძემ.